პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე პიერ კლუეს შეხვდა

02.04.21 14:20


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  


პრესსამსახურის თქმით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

„EUNIC ჯგუფის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის დინამიკას იწყებს კულტურის კომიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ორგანიზაცია 7-8 წელია არსებობს.

 

საფრანგეთის ინსტიტუტი წელს არის თავმჯდომარე ამ ევროპული ინსტიტუტების და ამ ფორმატში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება.

 

ჩვენ გვინდა შევუერთდეთ ამ ინსტიტუტის აქტივობას. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო.

 

განვიხილეთ განათლების და კულტურის მიმართულებით მრავალი საკითხი, გავეცანით ევროპულ გამოცდილებას კულტურას გადასარჩენად“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები