პოლიტიკა

„ერთადერთი, სადაც მოსწონთ „ქართული ოცნების“ განცხადებები ეს არის კრემლი“- ბადრი ჯაფარიძე

02.04.21 15:00


„მე ევროპარლამენტარების გზავნილი გავიგე ისე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა და პოლიტიკოსმა რომ ეს არის ჩვენი მეგობრების გაფრთხილება - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.


მან აღნიშნა, რომ ის, რაც ევროპარლამენტარებმა თქვეს, არის სრულ შესაბამისობაში ევროკომისარის განცხადებასთან.

 

„ასე გაგრძელება გამოიწვევს შესაბამის ნაბიჯებს ევროკავშირის მხრიდან და მათ შორის, ყველაზე მტკივნეულს, რაც შეიძლება იყოს - ეს არის ევროკავშირის შემდგომი დახმარების ფინანსური ტრანშის გამოყოფა.

 

ეს არც დაუმალავს ბატონ დობროვსკის, როდესაც ღარიბაშვილი იყო ბრიუსელში. იქ მან გარკვევით თქვა, რომ თუ კი საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უმნიშვნელოვანესი ტრანში, რაც უნდა ემსახურებოდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიზნებს.

 

ამიტომ, ეს რაც ევროპარლამენტარებმა თქვეს არის სრულ შესაბამისობაში ევრო კომისარის განცხადებასთან და სამწუხაროდ კვლავ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ სრულიად არაადეკვატურ რეაქციას, რომელიც გამიზნულია შიდა მოხმარებისათვის მათი თანაპარტიელებისათვის და ვინც დარჩათ მათი მხარდამჭერების საამებლად.

 

უფრო მეტ დისკრედიტაციას „ქართული ოცნებისას“ ახდენენ საკუთარი სპიკერები არაადეკვატური განცხადებებით. ისინი ძირს უთხრიან საკუთარ პარტიას და იმიჯს.

 

ერთადერთი, სადაც მოსწონთ „ქართული ოცნების“ განცხადებები ეს არის კრემლი, დანარჩენ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის კი, მათი შეფასებები იწვევს იმ რეაქციას, რომელიც ვნახეთ ახლა ევროპარლამენტარების განცხადებების სახით.

 

გაგრძელება ამ პოლიტიკური შეუთანხმებლობის გამოიწვევს შემდგომ რეაგირებას და მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, ასეთი არასერიოზული, შეუსაბამო განცხადებების გაკეთებით ისინი აუცილებლად გამოიწვევენ დამატებითი ზეწოლის ტალღას იმიტომ რომ, არც ერთი პარტნიორი არ შეეგუება ამ ვითარებას რომელშიც ვიმყოფებით.

 

„ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია, რომ ჩვენ ვერ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

 

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები