პოლიტიკა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თამარ ტალიაშვილი აირჩიეს

05.04.21 17:20


კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.

 


კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს აღნიშნულ კანდიდატურას. თამარ ტალიაშვილი არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) დელეგაციის წევრი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტისა და მედიის კომიტეტის წევრი.

 

ასევე, თამარ ტალიაშვილი არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი იყო თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში. ის არის პროფესორი, სამართლის დოქტორი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები