პოლიტიკა

როცა გახარია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს, მერე დავითვალოთ მისი რეიტინგი - უდუმაშვილი

06.04.21 12:00


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას რეიტინგი, რომელიც IRI-ს კვლევის მიხედვილთ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალია, მალევე დაიწევს, რადგან გახარიას საზოგადოებისთვის უამრავ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.


"გამოკითხვა ჩატარებულია გახარიას გადადგომიდან მალევე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მნიშვნელოვანი ახლა ნამდვილად არაა ის, თუ რა რეიტინგი აქვს მას, მნიშვნელოვანია ის, თუ რა რეიტინგი ექნება მას რამდენიმე თვის შემდეგ. გახარიას საზოგადოების ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. დაწყებული 20 ივნისიდან გაგრძელებული კოვიდ ვითარებით და ა.შ.

 

ამიტომ, როცა გახარია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს, მერე დავითვალოთ მისი რეიტინგი " - აღნიშნა უდუმაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები