პოლიტიკა

მელიას სასამართლო ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება - შალვა პაპუაშვილი

06.04.21 13:40


ოცნების დეპუტატის ალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას სასამართლო, რომელიც 8 აპრილს ჩაინიშნა, არაფრის სემცვლელი იქნება, რადგან ოცნების ამოსავალი წერტილი იმ მოქალაქეების ნიბაა, რომლებმაც საკუთარი არჩევანი 31 ოქტომბერს დააფიქსირეს. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ხმაური გამოიწვიოს და ისე წარმოაჩინოს ეს, თითქოს საზოგადოება მას უჭერს მხარს:


„სასამართლოს გადასაწყვეტია, ჩანიშნულია სასამართლო ამ დღეებში, იქ იქნება მსჯელობა და ვნახავთ რა იქნება ამის შედეგი. ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს და არავის დედამიწის ზურგზე არ ეპარება ეჭვი ამ არჩევანის შედეგებში, ერთადერთი ეს არის ვიწრო წრე ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ ხმაური გამოიწვიონ და ეს ხმაური წარმოაჩინონ, როგორც ჩვენი მოქალაქეების ნება. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ყველა, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე უცხოელი პარტნიორები, რომ არავინ მხარს არ უჭერს მათ დესტრუქციულ ბოიკოტს და ყველა მოუწოდებს მათ, რომ ითანამშრომლონ პარლამენტში,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები