პოლიტიკა

ჩამოშლილი ეკონომიკა თუ მომატებული ინფიცირების შემთხვევები - რა საფრთხები შეიძლება მოჰყვეს ე.წ. მესამე ტალღას

06.04.21 14:00


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ვაქცინაციის პრობლემებსა და შესაძლო მესამე ტალღის საფრთხეებზე საუბრობს.


როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქვეყანა რთული ალტერნატივის წინაშე დგას - ან ჩაკეტოს და ეკონომიკა მოკვდეს, ან ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდოს.

 

"ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მესამე ტალღა მოსალოდნელი იქნება, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა და ჩვენი ჯანდაცვა ვერ გადაიტანს. 20 დღის მანძილზე 11 ათასი ადამიანია აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი სიმბოლურია. ამ ტემპით ეს პროცესის დასრულებას 4-5 წელი დასჭირდება.

 

ახლა ხდება ვაქცინაციის იმიტაცია, თორემ 60 ათასამდე ვაქცინა შესაძლებელია ამოწურულიყო სულ რაღაც ათიოდე დღეში.

 

ასე რომ, ორი ერთმანეთზე უარესი ალტერნატივის წინ დააყენა ხელისუფლებამ ქვეყანა - ჩაკეტავ და ეკონომიკა ჩამოიშლება, არ ჩაკეტავ და კვლავ ვიხილივათ დღეში ხუთიათას ინფიცირების ფაქტს.

 

ამიტომ, კიდევ არსებობს შანსი, რომ სასწრაფოდ მიხედონ დროული ვაქცინაციის პროცესს, ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ შემოიტანონ ისეთი ვაქცინა, რომლისადმი ნდობაც საზოგადოებას აქვს"- აღნიშნა გოცირიძემ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები