პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ და იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს

06.04.21 14:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის ახალდანიშნულ მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვები გააცნო.

 

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო, წლებია, განვითარებით, რეფორმებითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებით სამაგალითო სახელმწიფო უწყებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იქნება ევროპული სტანდარტების მაგალითი საჯარო სამსახურისთვის და რატი ბრეგაძეს წარმატებები უსურვა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები