პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა

08.04.21 11:00


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ორი ახალი მოადგილე – ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი – წარადგინა. იუსტიციის მინისტრს დღეიდან ოთხი მოადგილე ეყოლება.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ის ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

იუსტიციის სამინისტროში ბუბა ლომუაშვილი დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და ადამიანური რესურსების მიმართულებების კურატორი იქნება.

 

თორნიკე ჭეიშვილი განათლებით იურისტია. დღემდე ის საქართველოს პარლამენტში მუშობდა; მონაწილეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში.

თორნიკე ჭეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროში კურირებას გაუწევს სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური დეპარტამენტების, აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მუშაობას. ის იქნება იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

 

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს – ბექა ძამაშვილსა და აკაკი საღირაშვილს, ისინი აგრძელებენ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.

 

მინისტრის მოადგილეების წარდგენას იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები