პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩსი: რუსეთის აგრესიულ ქცევას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ დაგმობითა და შეშფოთების გამოხატვით ჩვენ ვერ შევაჩერებთ

08.04.21 11:45


2006 წლიდან ლატვია მხარს უჭერს საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპის მინიჭებას. მე მახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც ძალიან ახლოს ვიყავით ამ ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადასაცემად. ეს ასე ვერ მოხდა, რადგან ნატოს ზოგიერთი წევრი არ იყო მზად ამ გადაწყვეტილების მისაღებად, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიულ ქცევას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ დაგმობა და შეშფოთება ვერ შეაჩერებს.

 

„ნატოსთან პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის კუთხით საქართველოსა და უკრაინასაც ძირითადად აქვთ ყველაფერი, რაც მაპით არის გათვალისწინებული.

მაპს მგონი ჯადოსნური სახელი აქვს, რომელიც მოიცავს სიტყვებს: წევრობა, მოქმედება და გეგმა. სიმბოლური თვალსაზრისით რელევანტურია. მე ვუჭერ მხარს საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპის მინიჭებას. მე მხარს ვუჭერ ამ საკითხზე ნატოში მსჯელობას. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მართალია. რუსეთის ქმედებებსა და აგრესიულ ქცევას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ დაგმობითა და შეშფოთების გამოხატვით ჩვენ ვერ შევაჩერებთ“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები