პოლიტიკა
08.04.21 12:40
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პროკურორმა „ბულბულაშვილმა“ მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ „საპატიმრო გირაო“ იქნება კანონით გამოყენებული.
როგორც უგულავა აცხადებს, მსგავსი რამ კანონით „საპატიმრო გირაო“ არ არსებობს.
„როცა „ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი, პროგნოზი ძალიან უმადური რამეა. ამ პროცესს ორი რამ უძღვოდა წინ, ერთი ევროკავშირის განცხადება, სადაც ძალიან მკაცრად, ევროკავშირისთვის არადამახასიათებელი ლექსიკით მითითებულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მაკროეკონომიკური ტრანში, საბიუჯეტო დახმარება დამოკიდებულია და კავშირშია უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან, იმ უმსგავსობასთან „ცახესები“ რომ დაამტკიცეს და კიდევ იგნორირებას უკეთებენ ვენეციის კომისიის განცხადებას. მეორე - ეს არის პროკურორ „ბულბულაშვილის“ განცხადება, რომელმაც მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, მორიგ ჯერზე მოიტყუა, ეს კაცი არის ჩვეულებრივი მონა და აფერისტი, იმიტომ რომ საპატიმრო გირაო მელიას მიმართ ვერ იქნება კანონით გამოყენებული.
ყელმოღერებული რომ გამოდის და გვეუბნება გადაიხადოს გირაო და გამოვა, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და კანონით დამიმტკიცოს, მე ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ყოველ ჯერზე ვეტყვი მათ, რომ მატყუარა აფერისტები არიან, რადგან არ არსებობს საპატიმრო გირაო. წესი არის შემდეგნაირად - უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა გირაოზე და თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს, მელია უნდა გამოვიდეს და ვადა აქვს გირაოს გადახდისთვის.
დღეს გირაო არ არსებობს. როდესაც ამას „ბულბულაშვილი“ იძახის, ის არის გულისამრევი მატყუარა. ასეთ ადამიანებს უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმლით „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან. ერთი მუხლი მაინც მიმითითოს გინდა „ბულბულაშვილმა“ და გინდა მისმა უფროსმა „შარიკოვმა“, თუ ეს საზოგადოების მოტყუება არ არის. მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იმას იძახის, რომ გადაიხადოს გირაო და გამოვა. კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას, ეუბნებით, რომ რასაც გვინდა იმას ვიტყვით და რასაც გვინდა იმას „გაჭმევთ“, - განაცხადა უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24