პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას ხვალ წარუდგენს

08.04.21 14:00


პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას 9 აპრილს წარუდგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

 

პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები