პოლიტიკა

მელიას პატიმრობა ხელისუფლებისთვის ტვირთია, ის მაინც გამოვა და იმ გავრილოვის ხარკს არ გადაიხდის - ოპოზიცია 13 აპრილის პროცესზე

08.04.21 16:20


ნიკა მელიას ადვოკატებს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილბის იმედი არ აქვს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალოს:

 

"ნინო ჩახნაშვილი არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და ვერ მიიღებს ვერც 13 აპრილს. ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი პოლიტიკური კონიუქტურიდან. ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, ხოლო რა იქნება პოლიტიკური დაკვეთა იმ კონკრეტულ დღეს, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ივანიშვილი იმ პოლიტიკურ ზიანს, რასაც იღებს არამხოლოდ ქვეყანა, არამედ პირადად ის და მისი რეჟიმის წარმომადგენლები, იმისგან რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ნიკა მელია, მაგრამ ასევე გიორგი რურუა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ.

 

"ამ პირობებში ძნელია პროგნოზი. თუ 1% მაინც აქვს ჯანსაღი აზრი შერჩენილი ხელისუფლებას, ნიკა მელია პატიმრად მათთვის არის ტვირთი და იმის გამო რომ ისინი ჭირვეულობენ, ქვეყნისთვის ხდება პრობლემა, ამიტომ ყველაფრის დაშვება არის შესაძლებელი. მთავარი არის, რომ დავირაზმოთ, ახლა არ იქნება, მერე იქნება, ნიკა მაინც გამოვა და იმ გავრილოვის ხარკს მაინც არ გადაიხდის," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

 

შეგახსენებთ, ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო 13 აპრილისთვის გადაიდო. მოსამართლ ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მომდევნო პროცესზე მელია სასამართლოში იქნება.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები