პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

08.04.21 16:40


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 


უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

 

აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდამჭერია და ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება.

 

პრესსამსახურის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთ სასაუბრო თემას ოკუპაციის საკითხები წარმოადგენდა.

 

გიორგი ხოჯევანიშვილმა ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

 

ავსტრიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და თვითმმართველობების განვითარების საკითხები მიმოიხილეს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები