პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი იაპონიის ელჩს შეხვდნენ

08.04.21 17:40


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონიასა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობაზე.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, იაპონიის ელჩმა უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა უნივერსიტეტებთან, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

 

„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებზე, რომლებიც განათლების მიმართულებით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწყებით საფეხურზე ხორციელდება, ასევე, იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც არსებობს იაპონური ენის სწავლების კუთხით საქართველოში.

ბატონმა ელჩმა უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა უნივერსიტეტებთან, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები გავცვალეთ. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და ინოვაციების, ტექნოლოგიების კუთხით საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები