პოლიტიკა

უცნობის მიერ დაანონსებულ „მდუმარე აქციაზე“ ხალხი იკრიბება

09.04.21 14:00


უცნობის მიერ დაანონსებულ მდუმარე აქციაზე ხალხი იკრიბება. მომღერალ გია გაჩეჩილაძის თქმით, ევროპის მოედანზე, დღევანდელმა შეკრებამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ მთავარი ქვეყანაში არის ხალხი, მისივე განცხადებით აქციაზე პოლიტიკოსები არ იქნებიან.

 

ევროპის მოედანზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ უცნობის იდეას, რომ დღეს სიმბოლურად, სწორედ 9 აპრილს, ევროპის მოედანზე დაფუძნდეს საქართველოს მარადისობის დღე.

 

აღსანიშნავია, რომ ადამიანები ვინც ამ იდეას იზიარებენ, მანამდე თბილისის სხვადასხვა უბანში შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობა. ორგანიზატორების თქმით, აქციაზე დასასწრებად ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

 

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები