პოლიტიკა

დიეგო კოლასი - საქართველოს წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელი ენერგია მათი გადალახვისკენ იყოს მიმართული

09.04.21 14:20


საქართველოს წინაშე ძალიან ბევრი სერიოზული გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელი ენერგია მათი გადალახვისკენ იყოს მიმართული, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზება კარგი შეთავაზებაა და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა გამოსავლის მოსაძებნად კონსტრუქციულად იმუშაონ.

 

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს არსებული სიტუაციის მოგვარებამდე. ჩვენი დიდი სურვილია, ვიხილოთ მოლაპარაკებების წარმატება.

დღეს საქართველოს წინაშე ძალიან ბევრი სერიოზული გამოწვევაა – ჯანდაცვის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, გაურკვეველი ვითარება სამხრეთ კავკასიაში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთელი ენერგია მიმართული იყოს ამ გამოწვევების გადალახვისკენ და ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი შეთავაზება კარგი შეთავაზებაა და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა იმუშაონ კონსტრუქციულად გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები