ეკონომიკა

დღეიდან საქართველოს მოსახლეობას, ვისაც ვალი ეროვნულ ვალუტაში აქვს აღებული, ბანკის სესხი გაუძვირა

28.04.21 17:40


დღეიდან, იმ ადამიანებს, ვისაც ბანკიდან სესხი ლარში აქვს აღებული, საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საპროცენტო ნიშნულმა 8,5%-დან 9,5%-მდე მოიმატა.


სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, სესხის გაძვირების მიზეზი გაზრდილი ინფლაციაა და ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უძლურია:

 

"მსჯელობის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50%-ით განისაზღვრა.

 

თუ ლაპარაკია, 100 000 ლარიან სესხზე, რომელიც 10 წლით იყო აღებული 12%-ად ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იქნება 13% და თვიური განსხვავება 58 ლარით უფრო მეტი იქნება გადასახდელი.

 

რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა სასწაული გააკეთოს. ის ფაქტორები, რომელიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებდეს არ არის ის ფაქტორები, რომელზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს", - განაცხადა გვენეტაძემ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები