ეკონომიკა

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა

05.05.21 15:20


რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ცნობით, მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელიც ძალაში 2020 წლის 30 აპრილიდან შევიდა, რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი 2021 წლის 5 ივნისიდან აიკრძალება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

 

რუსეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

 

2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და 1 ტონა $571.2 ღირს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები