პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის ელჩს შეხვდა

05.07.21 17:40


2021 წლის 5 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს შეხვდა. ავსტრიის ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიას მიულოცა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, რომლის ფარგლებშიც, ავსტრიამ საქართველოს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca 5000 დოზა საჩუქრად გადმოსცა.

 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და ელჩმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ავსტრიას მჭიდრო მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ. ისაუბრეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებით იმპულსს შესძენს ურთიერთობების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, ხალხთაშორისი და ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირების განმტკიცებისა და ეკონომიკური კავშირების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობა.

 

მინისტრის მოადგილემ გამოჰყო საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით რეფორმების განხორციელების პროცესში. ასევე, აღინიშნა ავსტრიის პრაქტიკული დახმარება ევროკავშირის Twinning-ის პროექტებში აქტიური მონაწილეობის გზით.

 

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ და ელჩმა დაუდასტურეს ერთმანეთს მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები