პოლიტიკა
12.10.21 12:40
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ისინი შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში განახორციელებენ.
თურნავას თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედია ყველასთვის არის გაკვეთილი.
„მინდა შევუერთდე მთავრობის წევრებს და მწუხარება გამოვთქვა დაღუპულების გამო, ოჯახებთან ერთად ვიზიარებ მათ მწუხარებას. ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა იმოქმედეს ძალიან სწრაფად, მაქსიმუმი გააკეთეს, გმირობის ტოლფასი იყო, 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, თუმცა მსგავსი კატასტროფების დროს, ლეტალური გამოსავალი ხშირია და სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე ვერ დასრულდა ეს ფაქტი.
ეს ფაქტი მართლაც არის დამაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ იქ იმ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სწრაფად წარიმართა და უკვე გამოკვეთილია დამნაშავეები, როგორც ჩანს, მოკლებული იყო შესაბამისი ორგანოები, რომ ინფორმაცია ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში რას გააკეთებს.თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს , რა თქმა უნდა, ვერ გავიგებთ. თითოეულ ადამიანს უფრო მეტი წინდახედულობა და პასუხისმგებლობა მართებს. ეს ყველასთვის არის გაკვეთილი, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოოთ მუნიციპალური შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილებები, მუნიციპალური ინსპექციების, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა.
მოქალაქეებმაც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“ , - განაცხადა თურნავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24