პოლიტიკა

სოლომონ პავლიაშვილი: ნარჩენების მართვის კუთხით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა

12.10.21 15:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიებას დაესწრო.

 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

„პლასტმასის ნარჩენების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის კუთხით, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეციკლირების პროცესების გაუმჯობესებას, პლასტმასის პროდუქტების მდგრად და უსაფრთხო მოხმარებას და წარმოებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შექმნაში ჩართულnი იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დარგის ექსპერტები. პროგრამა მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.

 

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პლასტმასის პროდუქტების იმპორტიორები, მწარმოებლები და გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები