პოლიტიკა

"მერე გამოვლენ და იბრძოლებენ ბოლომდე, თორემ ის რაც ადრე მოხდა, კრედიტებით რომ „აყვავდა“ ეს ქვეყანა და ვალებით გადაივსო, ამ შედეგებს დღეს უკვე  ვიმკით” - ჭიჭინაძე

03.11.21 10:15


პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ხალხის ნებამ დაძალამ უნდა შეაშინოს დაა დაამარცხოს “ოცცნება”, ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის ერთობაა.

 

მისივე თქმით, ხალხი უნდა იყოს მთავარი აქტორი და ზუსტად უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რას სთავაზობენ, მათთვის  რა შეიცვლება.

 

იგი ფიქრობს, რომ საჭიროა ეკონომიკის ახალი მოდელი, რომელიც ხალხს დაანახვებს ცხოვრების გაუმჯობესების  მექანიზმს და მერე გამოვლენ და იბრძოლებენ ბოლომდე:

 

“იმის იმედად ყოფნა, რომ დასავლელი პარტნიორები ოდესმე დაწერენ ისეთ დასკვნას, რომ ვიღაცას გული გაუსკდება და გაიქცევა, ეს არასოდეს მოხდება.

ამიტომაა დღეს ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანი, ხალხის ნებამ და ძალამ უნდა შეაშინოს და  დაამარცხოს “ქართული ოცნება”.

 

ხალხი უნდა იყოს მთავარი აქტორი და ზუსტად უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რას სთავაზობენ, მათთვის  რა შეიცვლება, რადგან მარტო სკამების, სახელების და გვარების შეეცვლით ქვეყანას არაფერი ეშველება, სიდუხჭირე არსად წავა;

 

ეკონომიკის ახალი მოდელია საჭირო, რაც მე არსად და არვისგან მომისმენია,  სადაც ადამიანები ზუსტად დაინახავენ თავისი გამდიდრების, ცხოვრების გაუმჯობესების  მექანიზმს და აი მერე გამოვლენ და იბრძოლებენ ბოლომდე. თორემ ის რაც ადრე მოხდა, კრედიტებითთ რომ „აყვავდა“ ეს ქვეყანა და ვალებით გადაივსო, ამ შედეგებს დღეს უკვე  ვიმკით” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები