პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ფლანდრიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

03.11.21 11:30


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ფლანდრიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს სემ ვანდენაბელსა და კულტურული დიპლომატიის ოფიცერს მარიან ვან ბოქსელერს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ფლანდრიას შორის კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

„საუბარი შეეხო საავტორო უფლებების თემას, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს, ბელგიის მხრიდან შეთავაზებულ იქნა საერთაშორისო ექსპერტთა ჩართვა აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, რათა რეფორმა სრულად მოერგოს საზოგადოებრივ ინტერესებს და მოგვარდეს საავტორო უფლებების მიმართულებით არსებული საკითხები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები