პოლიტიკა

სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო - იაგო ხვიჩია

23.11.21 17:00


„ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა, როდესაც სახელმწიფომ სასამართლო და პროკურატურა ჯიბეში ჩაისვა.

 

„ვარდების რევოლუციის“ დროს  დიდი მოლოდინებით  შევყურებდი მომავალს. 

„ვარდების რევოლუციის“ შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდა. არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებების გამო და იმის გამო, რომ ფაქტობრივად, მან ის იმედები და მოლოდინები გააცრუა, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ადამიანებს ჰქონდათ.

 

„ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა, როდესაც სახელმწიფომ სასამართლო და პროკურატურა ჯიბეში ჩაისვა. ასევე, დაირღვა 7 ნოემბერს.  პირველივე ვადაში მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ რეალური ღირებულებებიდან არაფერი დატოვა. 

 

ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არსებული მოლოდინების გაცრუებისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

 

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები