პოლიტიკა
24.11.21 13:00
კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში 23 ნოემბერს საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველის დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა გენერალური მდივანი აჰმად ჰასან ალჰამადი (H.E Dr. Ahmad Hassan Al-Hamadi).
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ფართოდ მიმოიხილეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორმხრივ აქტუალურ თემებს, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი ნაბიჯების შემუშავებისა და ორმხრივი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატარის მხარეს მიაწოდა სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა გაცვალეს აგრეთვე ინფორმაცია რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, განიხილეს ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და შექმნილი ვითარება, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება ევაკუაციის პროცესში გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შესახებ.
დელეგაციების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს მზაობა, გააგრძელონ მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24