პოლიტიკა
08.12.21 11:00
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარიზში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
„საქართველო-საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას, რის საშუალებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა. ამ მიმართულებით, დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან ხაზი გაესვა აღნიშნული დიალოგის ფარგლებში საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
დელეგაციის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა განათლების სფეროში საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც გულისხმობს ქართველი სტუდენტებისთვის, ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებთან გათანაბრებული პრივილეგიებისა და უფლებების მინიჭებას“, – აღნიშნულია სქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და საფრანგეთის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აქცენტი კახეთის რეგიონზე გაკეთდა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ბექა ოდიშარია, გელა სამხარაული, თეონა აქუბარდია, ალექსანდრე ელისაშვილი. ვიზიტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება, ასევე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24