ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო - მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა 2022 წელს დაიწყება

08.12.21 12:40


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა მომდევნო წელს არის დაგეგმილი. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გრძელდება.

 

„წინა წლებში ის თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის პანდემიის გამო სხვა მიმართულებით მიიმართა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი გაჩერდა და არ განხორციელდება.

ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას და უკვე ვმუშაობთ. ერთი არის ის რომ რაც გასაკეთებელია პირველი ფაზის ანუ მშენებლობის კუთხით ეს პროცესი დაიძვრება „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KFW)-ს ჩართულობით. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვა კერძო ჯგუფებთანაც რათა მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ პროექტის დაფინანსება. გაისად გეგმაშია, რომ დავიწყებთ პირველ ფაზას“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

 

​შეგახსენებთ, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

 

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზე, რაც KfW-სგან მიღებულ დაფინანსებასთან ერთად, საკმარისი იქნება პროექტის განსახორციელებლად.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები