ეკონომიკა

ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს

10.12.21 17:20


მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების სიხშირეს გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

 

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, დუბაისა და თბილისს შორის 51 დამატებითი რეგულარულ ფრენა შესრულდება. ჯამურად, ავიაკომპანია ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Flydubai-ს აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისების შესრულების ნებართვა 9 დეკემბერს მიენიჭა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები