პოლიტიკა

გია ვოლსკი - კანონი უნდა აღსრულდეს - პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს წინასაახალწლო პერიოდში განცდა, რომ უსამართლობა შეიძლება იყოს დაშვებული

30.12.21 12:40


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანით კანონი არ დარღვეულა.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პატიმარი გამოჯანმრთელდება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრუნდება.

 

„სახელმწიფოსთვის და კონკრეტულად, პენიტენციური სისტემისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს, რასაც ექიმები ადასტურებენ, რასაც ასევე ადასტურებს ის კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. სხვა მოსაზრება და სხვა სამედიცინო დასკვნები გააჟღერეს ადვოკატებმა, ეს გასაგებია. გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციაც შეიძლება იყოს, თუმცა ვერ დავაბრალებ. ფაქტია, კანონი უნდა აღსრულდეს. გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი თემაც არის, რომ პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში იმის განცდა, რომ უსამართლობა შეიძლება იყოს დაშვებული და მათგან განსაკუთრებული მოპყრობა ჰქონდეს რომელიმე პატიმარს გამორჩევის საფუძველზე. ეს რეალობა შეიქმნა“, - აცხადებს ვოლსკი.

 

მისი თქმით, კანონი არ დარღვეულა.

 

„როდესაც პატიმარი გამოჯანმრთელდება კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, ის გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მე არ მგონია, რომ კანონი დარღვეულიყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისინი ამას არ შეეგუებიან, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ მათი დღის წესრიგი არეულობაა. „2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა, არასდროს, არცერთი დღე არ ჩაუგდიათ იმისთვის, რათა ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონოდათ. მისი ჩამოსვლაც პრაქტიკულად რევოლუციური პროცესების განვითარების იდეას, აზრს და სტრატეგიას უკავშირდებოდა. არ მგონია, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, თუმცა საზოგადოებაში რეალობა შეიცვალა. არ მგონია, რომ საზოგადოების ფართო წრეები ქვეყნის არეულობას მხარს უჭერდნენ, თუნდაც პოლიტიკურად სხვა მოსაზრებები გააჩნდეთ“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები