პოლიტიკა

„მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“ - ხუნდაძე სააკაშვილზე

30.12.21 14:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სასჯელს საპატიმროში უნდა იხდიდეს. 

 

ხუნდაძის თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ყველა წესი დაცული იყო. 

 

„მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს. როცა მოხდა მისი გადაყვანა, გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის კუთხით არ ყოფილა. 

 

როგორც ვიცი, დაცული იყო ყველა წესი. თუკი დაემუქრება საფრთხე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო დაწესებულებაც, სადაც მას უმკურნალებენ“, - აცხადებს ხუნდაძე. 

 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები