ანალიტიკა

"არცახის" სეპარატისტები და ალმასის ჭრის ჩრდილოვანი ბაზარი

26.01.22 11:00


ეკონომისტმა მიხაილ დელიაგინმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა:

 

 

მიხეილ დელიაგინის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ სომეხმა დამპყრობლებმა მათ მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული ყარაბაღი ალმასის უკანონო ჭრის საამქროდ აქციეს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სომხეთმა არ აღიარა ე.წ. სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობა". ვინაიდან თუ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ამ ოკუპირებულ ტერიტორიას „თავისად“ ან „დამოუკიდებლად“, მაშინ მას მოუწევს აქ დაწყებული ჩრდილოვანი „ალმასების“ ბიზნესის გამო თავის მართლება სხვა ზესახელმწიფოების წინაშე (ძირითადად დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის), რომლებიც დაინტერესებულნი არიან ალმასის კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზრის კანონიერებითა და გამჭვირვალობით.

 

სინამდვილეში, მიხაილ დელიაგინმა გაამხილა საერთაშორისო ბიზნესის ძალიან მტკივნეული საკითხების მხოლოდ ნაწილი, სადაცა „ჩრდილოვანი თამაში“ მიმდინარეობს. სწორედ რომ ჩრდილოვანი, რადგან ბევრი რამის გასაჯაროობაც კი ამ ბაზრის ნგრევას გამოიწვევს.

 

დასაწყისისთვის შეგახსენებთ, რომ ალმასის კრისტალი ნახშირბადის იგივე მოდიფიკაციაა, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია. თუ მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე ალმასი მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობისა იყო, გასული საუკუნის 50-იან წლებში უკვე ლაბორატორიაში ისწავლეს მათი სინთეზირება. ტექნოლოგია ვითარდება, მათ შორის სინთეზური ალმასის წარმოების მხრივ. თუ ჯერ კიდევ 2000 წელს დიდი ალმასების სინთეზის ტექნოლოგიები არ იყო სრულყოფილი, ახლა ლაბორატორიული მასშტაბით შესაძლებელია 50-100 კარატამდე და უფრო მეტი ალმასის სინთეზირება, რომლებიც ძირეულად არ განსხვავდება ბუნებრივი ალმასებისგან.

 

ლაბორატორიულად გამოყვანილი საიუველირო ხარისხის ალმასები ქიმიურად, ფიზიკურად და ოპტიკურად იდენტურია ბუნებრივისა. სინთეტიკური ალმასი უფრო იაფია, ვიდრე ბუნებრივი  და მომავალში, გაუმჯობესებული ტექნოლოგიის გამო ფასის კლებაა მოსალოდნელი. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ალმასის ბაზარი ექსპერტების უმეტესობის აზრით ფასების დაცემას ელის. ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ მთავარ მოთამაშეებს არ სურთ ამ ბაზარზე კონკურენტების დაშვება, განსაკუთრებით არალეგალური და ჩრდილოვანი, რამაც შეიძლება დროზე ადრე დაანგრიოს ეს ბაზარი.

 

ყველაფერი ასე მარტივად არ არის ბუნებრივი ალმასის ბაზარზე. ეს ბაზარი მონოპოლიზებულია კორპორაციების De Beers, ALROSA, Rio Tinto, Dominion Diamond და Petra Diamonds მიერ. ამ კომპანიებს ეკუთვნით მსოფლიოში ალმასის წარმოების 70%. მსოფლიოში ალმასების ძირითადი მოცულობა აფრიკის ქვეყნებშია მოპოვებული, მაგრამ აქ არის ერთი რამ. ალმასის მწარმოებელი აფრიკის თითქმის ყველა ძირითადი ქვეყანა - ბოტსვანა, სამხრეთ აფრიკა, ტანზანია, ზიმბაბვე, ანგოლა, კონგოს დრ - არის  ბრიტანეთის, პორტუგალიის ან ბელგიის  ყოფილი კოლონიები (ანუ ბრიტანეთის გავლენის ზონა აფრიკაში).

 

ამასობაში, მოგეხსენებათ აფრიკის უმეტესი ნაწილი ყოფილი საფრანგეთის კოლონიებია. და იქაც არის პოტენციურად მდიდარი ალმასის საბადოები. მაგრამ ჯერ კიდევ კოლონიურ ეპოქაში, გარკვეულმა გავლენიანმა ძალებმა გააკეთეს ის, რაც საფრანგეთმა ვერ შეძლო და ახლაც  შეუძლიათ ყოფილი კოლონიური იმპერიის "ალმასის პოტენციალის რეალიზება".

 

შედეგად, ყოფილი საფრანგეთის კოლონიებში (გვინეა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ა.შ.) მოპოვებული ალმასი დიდწილად მიდის ალმასის „ჩრდილოვანი“ ბაზარზე, რომელსაც ზედამხედველობს იგივე საფრანგეთის საიდუმლო სამსახურები. უფრო მეტიც, ეს ბრილიანტები არის "სისხლიანი" ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით, რადგან მათ მოპოვებას და გადაყიდვას აკონტროლებენ ადგილობრივი გასამხედროებული ჯგუფები და იმავე ფრანგული სპეცსამსახურების მიერ მოზიდული კერძო სამხედრო კომპანიები.

 

გამოდის, რომ სწორედ საფრანგეთი უჭერს მხარს ფარულად ალმასების ჩრდილოვან ბაზარს, ამის განსაკუთრებული აფიშირების  გარეშე. თუმცა ცხადია, რომ მრავალი წლის განმავლობაში სხვა ძალების საიდუმლო სამსახურები ებრძოდნენ ალმასების უკანონო ბრუნვას და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს.

 

მონოპოლიზებულია ალმასის ჭრის მსოფლიო ბაზარიც. მსოფლიოში ალმასის ჭრის უდიდესი ცენტრებია აშშ, ბელგია, ინდოეთი და ისრაელი (მოპოვებული ალმასების 65%-მდე მოჭრა). იმავდროულად, საფრანგეთი, სადაც ასევე განვითარებულია საიუველირო ინდუსტრია, იძულებულია, დიდწილად, საზღვარგარეთ იყიდოს მათთვის დამუშავებული ალმასი. ამდენად, რაც უფრო მეტი „ჩრდილოვანი“ ალმასი შემოდის საფრანგეთის ბაზარზე, მით ნაკლებია საიუველირო ბაზრის ოპერატორებისთვის „ლეგალური“ ალმასის შესყიდვის ხარჯი.

 

ყოველივე ზემოთ თქმული ცხადჰყოფს, თუ რატომ სჭირდებოდათ ფრანგებს "ჩრდილოვანი ზონა" ალმასების ჭრისთვის. სქემა მარტივია - ყოფილ საფრანგეთის კოლონიებში მოპოვებული ალმასი (ძირითადად "ჩრდილოვანი") არალეგალურად გადააქვთ სომხეთში, საიდანაც შემდგომ მიდის ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ყარაბაღში, იქაც უკანონოდ ამუშავებენ, შემდეგ კი ეს ბრილიანტები (დამუშავებული ბრილიანტები, რომლებიც მოჭრილია) ხვდება საფრანგეთში. ამრიგად, ალმასის მსოფლიო ბაზარზე, რომელიც უკვე მოიცვა შედარებით იაფი სინთეზური ძვირფასი საიუველირო ალმასის თითქმის გარდაუვალი გამოშვების მოლოდინის "ციებ-ცხელებამ", ჩამოყალიბდა დემპინგის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

 

რამდენი იშოვეს სომეხმა ოკუპანტებმა და „არცახელმა“ სეპარატისტებმა ყარაბაღის ოკუპაციის წლებში ალმასის უკანონო ჭრითა და „ჩრდილოვანი“ ალმასის სქემებში მონაწილეობით, გასარკვევია. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ნებისმიერი სეპარატიზმი ამა თუ იმ გზით არღვევს საერთაშორისო სამართალს და მხოლოდ ხელს უწყობს კრიმინალური და ხშირად სისხლიანი ბიზნესის აყვავებას, როგორც ეს ალმასის შემთხვევაშია.

 

 ასევე გასარკვევია, თუ რა ბუნდოვან სქემებში არიან ჩართული სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები, მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი სარგებელს ღებულობენ  კრიმინალური ბიზნესიდან.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები