ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

26.01.22 14:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

 

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, მარიამ ყორიაული.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს შორის. ყურადღება გამახვილდა კოვიდპანდემიის გამოწვევებზე, რომლებმაც აღნიშნული დარგების მდგომარეობაზე იმოქმედეს.

 

როგორც აღინიშნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან მეტი მოგზაურის დასაინტერესებლად და ჩამოსაყვანად, მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თითოეულ ქვეყანაში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარებას.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები