ანალიტიკა

სეპარატისტული დროშების ფონზე მაქსიმ ვასკოვი საუბრობს "ალთაის მომთაბარეებზე" და "თურქების სისასტიკეზე"

29.01.22 22:20


სომხურ მედიაში დაუფარავი თურქოფობიით ვერავის გააკვირვებ. ისევე როგორც ქართველთმოძულეობითა და სეპარატიზმისადმი მხარდაჭერით. ამ იდეებს საინფორმაციო სააგენტოში „რეალისტი“ იზიარებენ მთავარი რედაქტორის, სომეხი ნაციონალისტი სარგის ცატურიანის ხელმძღვანელობით.

 

ახლა კი გამოჩნდა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სომხური ნაციონალიზმი, სეპარატიზმი და თურქოფობია ურთიერთდაკავშირებულია. ახლახან სომხურ გამოცემა oragir.news-ს ინტერვიუ მისცა ვინმე მაქსიმ ვასკოვმა, რომელიც თავის თავს ხმამაღლა უწოდებს „საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ კავკასიის სამყაროს სამეცნიერო ხელმძღვანელს.

 

იმას, რომ ამ ყალბ ოფისს მთლიანად სომხური ლობი უჭერს მხარს, მოწმობს ინტერვიუს მჭერმეტყველი ფოტო, სადაც მაქსიმ ვასკოვი ე.წ. „არცახის“, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული დროშების მთელი რიგის ფონზე პოზიორობს, რომელთა რიგებს ავსებს სომხეთისა და რუსეთის დროშები. ანუ  ცხინვალის უმნიშვნელო მარიონეტული რეჟიმი და უზარმაზარი რუსეთი მათ მიერ „გათანაბრებულია“.

 

https://oragir.news/hy/material/2022/01/24/29770/

 

ინტერვიუ თავის გვერდზე გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტომ "რეალისტი":

 

https://realtribune.ru/armyane-zhivut-v-arcahe-s-antichnyh-vremen-kogda-predki-turok-kochevali-na-altae-vaskov

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ Oragir.news ესაუბრა სეპარატისტული დროშების ფონზე მოპოზიორე რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „მშვიდობა კავკასიაში“ ხელმძღვანელ მაქსიმ ვასკოვს, „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების  და რეგიონული მოვლენების შესახებ“. და მაქსიმ ვასკოვი უბრალოდ საუბრობს, როგორც სომხური ნაციონალისტური პროპაგანდის რუპორი:

 

„მე დავინახე, როგორ ანადგურებდნენ აზერბაიჯანელი „ვანდალები“ ​​სომხების საფლავების ქვებს, როგორ ანადგურებდნენ განზრახ და მიზანმიმართულად ქრისტიანულ სიწმინდეებს. ომის შემდეგ „არცახში“ რომ ჩავედი, მაჩვენეს ამაზრზენი კადრები, როგორ ხოცავდნენ აზერბაიჯანელები მშვიდობიან სომეხ მოსახლეობას.

როგორ შეიძლებოდა ადამიანის წამება ისე, რომ ძვლებზე კვალი დარჩენილიყო, როგორი არაადამიანი თუ  ჯოჯოხეთის მოციქული უნდა იყო ამის შემდეგ? ის, რაც აზერბაიჯანელებმა, თურქებმა და მათმა მოკავშირეებმა, საერთაშორისო ტერორისტებმა ჩაიდინეს სომხურ მიწაზე „არწახში“, არაფრით განსხვავდება ნაცისტების დანაშაულებისგან“.

 

ბუნებრივია, ვასკოვს არ წარმოუდგენია  „აზერბაიჯანელების სისასტიკის“ დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. ისევე, როგორც არ უხსენებია დანგრეული აზერბაიჯანული მეჩეთები, შეურაცხყოფილი სასაფლაოები, ხოჯალში აზერბაიჯანელი მოსახლეობის გენოციდი, რაც დასტურდება უამრავი ჩვენებით, დოკუმენტებით, ფოტოებით და სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

 

შემდეგ ვასკოვმა შეუტია თავის თანამემამულეებს, რომლებმაც „გაბედეს“ თანაგრძნობა გამოეხატათ აზერბაიჯანის მიმართ:„... ისინი კი, ვინც რუსეთში და სხვა ქვეყნებში აზერბაიჯანელებს „გამარჯვება“ მიულოცეს, ჰგვანან კაპოებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში ნაცისტებს ემსახურებოდნენ. ყველასთვის, ვინც აზროვნებს, კონფლიქტი ისტორიულ წინაპირობებში და აქტუალურ ასპექტებში, ცალსახად აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის აგრესიაა“, - აღნიშნა მან. ექსპერტის აზრით, ყარაბაღის კონფლიქტის მიზეზი ის მემკვიდრეობაა, რომელიც „შედეგი იყო ბოლშევიკების არა მხოლოდ ახლომხედველი, არამედ კრიმინალური პოლიტიკისა, რომლებიც სომეხი ხალხისა და რუსეთის ინტერესებს იწირავდნენ,  თურქეთის მათ "მოკავშირედ" გადაქცევას ელტვოდნენ და ამასთანავე გულუბრყვილოდ ჰქონდათ დაპირებების იმედი ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო რევოლუციის დაჩქარების შესახებ..."

 

მაქსიმ ვასკოვი გარდა თურქოფობიისა, ასევე აღვივებს  უკრაინოფობიას და "ასრულებს სომხური ლობის დავალებას", რომელიც ახლა მანიაკალურად ცდილობს რუსეთისა და უკრაინის მოძმე ხალხების გაერთიანებას:„თუმცა, ბოლშევიკებს ნაკლებად ადარდებდათ რუსეთის ისტორიული ინტერესები. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაანაწევრეს და დაარიგეს რუსეთის ისტორიული ტერიტორია. აქ ასევე იგულისხმება რუსული მიწების დანაშაულებრივ გადაცემას უკრაინისათვის თავისი რუსული მოსახლეობითურთ,  ხოლო 1954 წელს - ყირიმისა. ხიშტებით უსამართლობის საფუძველზე დამყარებული მშვიდობა და ისტორიული ფაქტების უარყოფა ყოველთვის განწირული იქნება...“.

 

ბუნებრივია, ვასკოვმა გაიმეორა უკვე გაცვეთილი სომხური ნაციონალისტური მითი აზერბაიჯანულ ყარაბაღში სომხების „სიძველის“ და თავად აზერბაიჯანელების „ჩამოსახლების“ შესახებ:

 

„ფარისევლობის მწვერვალია საბჭოთა საზღვრების მოშველიება და სომხური „არცახის“ ტერიტორიის მოთხოვნა, სადაც სომეხი ხალხი უძველესი დროიდან იმყოფებოდა და თურქების წინაპრები ჯერ კიდევ სადღაც ალთაის მხარეში ტრიალებდნენ. მსოფლიო თანამეგობრობის მდუმარე პოზიციისა და არა მხოლოდ, თვალწინ კვლავ განმეორდა ტრაგედია „არცახელი“ სომეხი მოსახლეობისა. პროფესიონალიზმი არ შეიძლება გაემიჯნოს სამართლიანობისა და ობიექტურობის კონცეფციას, ხოლო ისინი ნათლად აჩვენებენ, რომ სიმართლე სომეხი ხალხის მხარესაა“, - განაცხადა მაქსიმ ვასკოვმა.

 

და ეს ყველაფერი სეპარატისტული არშემდგარი სახელმწიფოების სიმბოლოების ფონზე, რომელთა არსებობა დასასრულს უახლოვდება. ისევე როგორც ვასკოვის მსგავსი კორუმპირებული და მატყუარა „ექსპერტებზე“ მოთხოვნილება, რომლებიც სომეხი ნაციონალისტების მიერაა "საბელგამობმული" და თავისი  ქვეყნის რუსეთისთვის  ზიანის გარდა არაფერი მოაქვს.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები