ეკონომიკა
31.01.22 14:20
„პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით, ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, ფოთში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა:
- 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი
- არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია
- ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან ამოიღეს 1.5 მილიონი კუბური მეტრი ნატანი ქვიშა. აკვატორია დაღრმავდა 13 მეტრამდე;
- 50 000 ტონა ტევადობის დახურული ტიპის საწყობი, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების დაცლა-დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით
- 6 ჰექტარზე მოეწყო ღია სასაწყობო მოედნები
- სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა ორი ახალი პორტალური ამწე, თითოეული 100 ტონა ტვირთამწეობით.
პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომზე თანამედროვე საპორტო მანქანა-დანადგარები: კონვეიერული სისტემა და სატვირთო მანქანა (shiploader) განლაგდება.
ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.
პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საპორტო სიმძლავრეებს, ტრანზიტულ პოტენციალს და გააჩენს შესაძლებლობას, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებზე გადმომისამართდეს ახალი ტვირთები.
დამატებითი ინფორმაცია „პეისი ჯგუფის” შესახებ:
„პეის ჯგუფი” წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. კომპანიის ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. “პეისი ჯგუფში” დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.
„პეისი ჯგუფი” ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტვირთების მოზიდვაზე.
კომპანია პეისი 1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში დაფუძნდა. “პეის ინტერნაციონალი” ძირითადად ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გავლით ახორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
90-იანი წლების ბოლოდან „პეისმა” ჰუმანიტარულ ტვირთებთან ერთად, კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებაც დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი - გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე “პეისი“ ოპერირებს ფოთის ნავსადგურის 8 ნავმისადგომს.
2002-2003 წლებში კომპანიამ ფოთში ღია სასაწყობო მეურნეობა ააშენა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ტაჯიკეთის ალუმინის ქარხნის პროდუქციის - პირველადი ალუმინის გადმომისამართება საქართველოს მარშრუტზე. მოგვიანებით, სპეციალური მანქანა-დანადგარების შეძენის შემდეგ, „პეისმა“ დაიწყო ამავე ქარნისთვის ნედლეულის - ალუმინის ოქსიდის ტარნსპორტირება ფოთიდან ტაჯიკეთამდე.
2007 წელს „პეისსა“ და ისრაელის საკონტეინერო კომპანია ZIM-ის მიერ დაფუძნდა ZIM Georgia და „პეისმა“ გააფართოვა მისი აქტივობები საკონტეინერო გადაზიდვებში.
2013 წელს “პეისმა” და „აგრიკომმა“ ფოთში ერთობლივად ააშენეს რევერსული ტიპის ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი. ამავე წელს „პეისმა” შეისყიდა ფოთის გემთსაშენი ქარხანა, რომლის ტერიტორიაზეც ახალი თანამედროვე სანავსადგურე ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყდა.
ახალი საზღვაო პორტის მშენებლობის პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 4 თებერვალს მოეწერა, მშენებლობას კი საფუძველი 2020 წლის სექტემბერში ჩაეყარა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24