ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა აქვს

04.02.22 13:40


საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა აქვს. 2022 წლის იანვარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 53 პროცენტით აღდგა. ყველა ის ღონისძიება - მარკეტინგული კამპანია თუ აქტივობა, რასაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად არაერთ სტრატეგიულ, სამიზნე ქვეყანაში ახორციელებდა და ახორციელებს, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ წარმატებულ შედეგებზე, რომლებსაც დღეს ვხედავთ ტურიზმის აღდგენის დინამიკაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 38%-იანი აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 471% შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარში მან 163,615-ს შეადგინა - ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 53%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 456% შეადგინა.

 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები