ანალიტიკა

სარგის ცატურიანი ითხოვს სომხეთის საზღვრის გავლას მდინარე მტკვარზე... თბილისის ჩათვლით?

06.02.22 12:15


მზადდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც უნდა აღინიშნოს ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი. ყარაბაღის სტატუსის საკითხი, შეგახსენებთ, აქ პრინციპულად არ დგას, ის სამუდამოდ დახურულია. ყარაბაღი ცალსახად აზერბაიჯანული მიწაა და არავითრი „არწახი“ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

 

მიუხედავად ამისა, სომეხი ექსტრემისტები ისევ და ისევ უბრუნდებიან თავიანთ გიჟურ იდეებს „დიდი სომხეთის“ შესახებ და გვთავაზობენ მის აბსოლუტურად ფანტასტიკურ საზღვრებს. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოს „რეალისტი “ მთავარმა რედაქტორმა, სარგის ცატურიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამტკიცებს, რომ სომხეთს „მხოლოდ ერთი საზღვარი შეიძლება ჰქონდეს აზერბაიჯანთან, რომელიც გადის მდინარე მტკვარზე“.

 

 

როგორც ჩანს, სარგის ცატურიანმა საბოლოოდ დაკარგა საღი აზრი და რეალობის განცდა. ის თითქოს რაღაცას ამბობს გარკვეული ე.წ.„არცახის“ „გაუვნებელყოფის“ სავარაუდო აუცილებლობაზე, ავიწყდება, რომ ამგვარი წარმონაქმნი აღარ არსებობს.

და თუ რუსი სამშვიდობოების საფარქვეშ უტვინო სეპარატისტები კვლავ თამაშობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთგვარ „არცახობანას“, ეს დროებითი თამაშია, რადგან სულ რაღაც 4 წელზე ნაკლები დარჩენიათ.  თუ რუსი სამშვიდობოები სრულყოფილად შეასრულებენ თავიანთ ფუნქციებს და განაიარაღებენ ყველა უკანონო ფორმირებას, კიდევ უფრო ნაკლები დრო რჩება.

 

სარგის ცატურიანის განცხადება აზერბაიჯანელების ვითომ „მომთაბარეებად“ შერაცხვის შესახებ სრული აბსურდია. მისი თქმით, „მომთაბარე ტომები ჩერდებიან მხოლოდ ფიზიკური ბარიერების – მდინარის ან მთების წინ“. ჩნდება კითხვა, როდის ჰქონდა ჰაის ეთნოსს ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც  შესაძლოა ჰქონოდათ „ფიზიკური ბარიერები“ მომთაბარეებისთვის ან „არამომთაბარეებისთვის“? ყოველ შემთხვევაში, რეალური სომხური ისტორიული ზღაპრების გარდა, სხვა ერების მატიანეებსა და დოკუმენტებში ასეთი სახელმწიფოები არ არის დაფიქსირებული.

 

21-ე საუკუნეში ღრმა შუა საუკუნეების დროინდელ დანაყოფებად  ცხოვრება შიზოფრენიაა. უფრო მეტიც, მაშინაც სხვათა შორის აზერბაიჯანელი ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დაკავებული მომთაბარე მესაქონლეობით, დანარჩენი კი საკმაოდ მიჯაჭვული იყო ერთ ადგილს. ეს იგივეა რომ დღეს უნგრეთთან ურთიერთობისას უნგრელებს „მომთაბარეები“ ვუწოდოთ. დიახ, უნგრელები აღიარებენ, რომ ისინი წარმოშობით უგრული და თურქული წარმოშობის მომთაბარეები არიან და ამით ამაყობენ, მაგრამ არც ერთი მათი საღად მოაზროვნე მეზობელი არ დაამყარებს მათთან ურთიერთობას, როგორც "მომთაბარეებთნ". ეს არც აქამდე მომხდარა - ბოლოს და ბოლოს, არავინ უწოდებდა იმავე ავსტრო-უნგრეთის იმპერიას "ნახევრად მომთაბარე სახელმწიფოს".

 

და რაც მთავარია, ვთქვათ ცატურიანს სურს აზერბაიჯანთან საზღვარი მდინარე მტკვარზე გადიოდეს... და რა ვუყოთ საქართველოს, რომელსაც უჭირავს მდინარე მტკვრის ზემო დინების უმეტესი ნაწილი, რომელიც, გავიხსენებთ გადის როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე თბილისში? მაგრამ მათ სომეხი ნაციონალისტები უკვე დიდი ხანია დასაბამიდან "სომხურს უწოდებენ"!

 

როგორ აპირებენ აქ საზღვრის გაყვანას? თბილისის იგივე ავლაბრის რაიონი, რომელსაც „ოდითგანვე სომხურს“ ეძახიან იმის გამო, რომ რუსეთის იმპერიის დროს აქ მასიურად ჩამოსახლდნენ სომეხი დევნილები, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.

 

სარგის ცატურიანი ცალსახად მიანიშნებს ახალ ომზე. მისი თქმით, „სომეხთა ეროვნული ამოცანა“ უნდა იყოს ისეთი შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც „მტკვრის ნაპირებთან მიღწევის საშუალებას მისცემს“. ანუ, ცატურიანის მსგავსი ადამიანები არ თმობენ ომისა და რევანშიზმის იდეას და ეს საშიშია არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველოსთვისაც, მით უმეტეს, რომ სარის ცატურიანი რეგულარულად აქვეყნებს მასალებს სეპარატიზმის მხარდასაჭერად აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთში და „ასაბუთებს“ სომეხი ნაციონალისტების გეგმებს საქართველოს დაშლის შესახებ.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები