ანალიტიკა

"მაცუნს" საქართველოს გავლით არ უშვებენ - სომეხ ფალსიფიკატორებს სხვისი პროდუქციის მითვისებას გადააჩვევენ

09.02.22 10:00


ალბათ ძალზედ ძნელია ისეთი ტრადიციული ქართული პროდუქტის პოვნა, რომლის მითვისებაც და „დასაბამიდან სომხურად“ გასაღებაც მეზობელი „უძველესი ხალხის“ წარმომადგენლებს არ უცდიათ. სომხეთში ქართული ღვინოები (საფერავი, კახეთი და ა.შ.), ქართული პროდუქცია, როგორიცაა ჩურჩხელა, სულგუნი, ხაჭაპური და მრავალი სხვა „სომხურად“ შერაცხეს.

 

  გამონაკლისი არც ტრადიციული ქართული ფერმენტირებული რძის პროდუქტი-მაწონი იყო. მას "სომხური მაცუნი" ეწოდა და სწორედ ამ სახელწოდებით იყიდება როგორც თავად სომხეთში ასევე რუსეთშიც.

 

იმავდროულად, საქართველომ „მაწონი“ დაარეგისტრირა საკუთარ გეოგრაფიულ აღმნიშვნელად Geographical indication. GI გახლავთ პროდუქტებზე გამოყენებული ნიშანი, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე ან წარმომავლობის ადგილზე მიუთითებს. ამიტომ, მაგალითად "კონიაკის" ნიშნის ტარება მხოლოდ საფრანგეთში წარმოებულ პროდუქტს შეუძლია ხოლო "მაწვნისა" - საქართველოში წარმოებულ პროდუქტს.

 

დიდი ხნის განმავლობაში რატომღაც საქართველოს ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მეზობლების მიერ ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის ასეთ თავხედურ მითვისებაზე. შედეგად, სომეხი ბიზნესმენები საკმაო სარგებელს ნახულობდნენ დასახელებული პროდუქციის ექსპორტით საქართველოს გავლით. კერძოდ, სომხურმა კომპანია „მარიანამ“ „მაცუნი“ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე გაიტანა. და აი ბოლოსდაბოლოს გადაწყდა ამ ქმედების აღკვეთა. 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში სომხური „მაცუნი“ საქართველოს საბაჟოზე დააკავეს და რუსეთში შესვლის უფლება არ მისცეს.

 

საექსპორტო „მაცუნის“ ნაცვლად, 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტირებულ პროდუქციაზე კომპანია „მარიანა“  „სომხური მთის იოგურტს“ აწერს. რაც პრინციპში ასევე დიდწილად სხვისი საკუთრების მითვისებაა, რადგან თავად სიტყვა „იოგურტი“ თურქულია. თუმცა, სომხებს რა თქმა უნდა არ აქვთ საკუთარი ორიგინალური სახელი მითვისებულ უცხოურ პროდუქტებზე და არც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან მათი მთელი „ძველი სომხური კულინარიული ხელოვნება“ სხვა არაფერია თუ არა თურქული და ქართული კერძები, პროდუქტები მითვისებული და წარმოდგენილი როგორც „დასაბამიდან  სომხური“.

 

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ  სომხეთის ფარგლებს გარეთ მითვისებებისა და ფალსიფიკაციების წინააღმდეგ ბრძოლა გაჩაღდა და ცდილობენ „დაიცვან სომხეთის უფლება, მიითვისონ სხვისი საკუთრება“.

 

„ჯერ კიდევ 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილმა ორგანომ სახელის „მაწონის“ რეგისტრაციის წინააღმდეგ მიმართა ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს, იმის მტკიცებით, რომ ეს სახელწოდება შეიძლება აგვერიოს სომხეთში წარმოებულ „მაცუნთან“. თუმცა, პროტესტი არ იქნა გათვალისწინებული“, - სინანულით განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პრესმდივანმა გაიანე ანტონიანმა.

 

თავად სომხეთში „სომხური მაცუნი“ კვლავ იყიდება. უფრო მეტიც, "სომხური მაცუნის" წარმოება გრძელდება რუსეთში ზოგიერთი მეწარმის მიერ, რომლებიც როგორც წესი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული "უძველესი ხალხის" წარმომადგენლების მიერ კონტროლირებადი საწარმოებია. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. საქართველოს  კიდევ მოუწევს სერიოზული ბრძოლა "სომხური" მითვისებისა და ფალსიფიკაციების წინააღმდეგ.

 

ის, რომ „მაწონი“ დიდი ხანია დარეგისტრირებულია, კერძოდ, როგორც ქართული პროდუქტი და ისიც, რომ ეს დაცული გეოგრაფიული სახელწოდება, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი არამატერიალური მემკვიდრეობის უფლებები. რაც შეეხება გამყალბებლებს, რომლებიც აგრძელებენ „მაცუნის“ უკანონო რეალიზაციას რუსეთში და სხვა ქვეყნებში, საქართველოს აქვს სრული უფლება მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ეს პრაქტიკა აკრძალოს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები