ანალიტიკა

იტალია როგორც ევროპული სეპარატიზმის პოლიგონი

14.02.22 11:30


2022 წლის 9 თებერვალს იტალიის პარლამენტში გაიმართა ონლაინ პრესკონფერენცია მატეო დალ'ოსოს  პასრტიის "წინ  იტალია! - Forza Italia" დეპუტატისა თემაზე „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, რომელშიც „დისტანციურად“ მონაწილეობდა სოხუმის სეპარატისტთა ლიდერი ასლან ბჟანიაც.

 

სეპარატისტული ე.წ. „აფხაზეთის პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას გამოსვლა იტალიის პარლამენტის წევრის ვიდეოკონფერენციაზე გვაიძულებს უფრო ახლოდან შევხედოთ იტალიას და მასში მიმდინარე პროცესებს.

 

ფაქტია, რომ იტალიაში საქმე გვაქვს ერთგვარ „პოლიგონთან“, სადაც სხვა ქვეყნებში გავრცელებულ გეოპოლიტიკურ სცენარებს ცდიან. ყველას ახსოვს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საზოგადოების პანიკა და ტოტალური დაშინება პირველად იტალიაში განხორციელდა. „გადაჭარბებულ საკარანტინო ზომებს, „უსაფრთხოებას“ და ა.შ. კარგი შედეგი ნამდვილად არ მოჰყოლია იტალიისათვის, მაგრამ სწორედ  იტალიის მაგალითით "აშინებდნენ“ სხვა ქვეყნების მოსახლეობას და აიძულებდნენ მათ დაეცვათ არა ყოველთვის გონივრული შემზღუდველი ზომები.

 

მაგრამ, როგორც ირკვევა იტალია პოლიგონად არა მხოლოდ ეპიდემიებისადმი შიშის დასანერგად გამოიყენება. უფრო საინტერესოა ის, რომ იტალია იქცა ერთ-ერთ პირველ ევროპულ ქვეყანად, სადაც სეპარატისტები რეგულარულად შედიან სამთავრობო კოალიციებში და იღებენ მონაწილეობას მმართველობაში.

 

შეგახსენებთ იტალიაში სეპარატიზმის თავისებურებებს. ეკონომიკურად, იტალია უკიდურესად არათანაბრად არის განვითარებული. მისი მთავარი სამრეწველო ცენტრები და ყველაზე განვითარებული რაიონები ჩრდილოეთით არის, ქვეყნის ეკონომიკური დედაქალაქი რომი კი არა, ჩრდილოეთ მილანია, ჩრდილოეთში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთში. იტალიის სამხრეთ რეგიონები ქრონიკულ ეკონომიკურ დეპრესიაშია და ძირითადად სუბსიდიებით ცხოვრობენ, აქ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლია. სოციალური შეღავათები და თანამდებობის პირების ხელფასები ქვეყნის მასშტაბით ერთნაირია.  მდიდარი ჩრდილოელების უკმაყოფილების ფონზე იმის გამო, რომ მათ მათივე თქმით უწევთ "გამოკვებონ და არჩინონ" როგორც ქვეყნის სამხრეთის ღარიბი მოსახლეობა, ასევე მრავალრიცხოვანი რომაული ბიუროკრატია, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აქ სეპარატისტულმა მოძრაობებმა დაიწყო განვითარება.

 

მათგან ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გახლავთ ე.წ. „ჩრდილოეთის ლიგა“, რომელიც ემხრობა იტალიის ჩრდილოეთ რეგიონების ერთიანი იტალიური სახელმწიფოსგან გამოყოფას და მათ საფუძველზე ე.წ. "პადანიის რესპუბლიკის" შექმნას. მიუხედავად ამ პარტიის აშკარა მტრობისა ერთიანი იტალიის სახელმწიფოებრიობის იდეისადმი, ის არა მხოლოდ მონაწილეობს ეროვნულ არჩევნებში, არამედ აქვს ადგილების საკმაო რაოდენობა პარლამენტში და რეგულარულად შედის სამთავრობო კოალიციაში.

 

 პარადოქსია, მაგრამ 2018-19 წწ. "ჩრდილოეთის ლიგის" ერთ-ერთი ლიდერი მატეო სალვინი იტალიის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ეს დაახლოებით იგივეა, მაგალითად, ცხინვალელი მარიონეტი ბიბილოვი რომ ხელმძღვანელობდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. იტალიაში ახლა სეპარატისტები არიან ხელისუფლებაში. 2021 წლის 13 თებერვალს მარიო დრაგის კაბინეტის მინისტრებმა ფიცი დადეს, რომელშიც ჩრდილოეთის ლიგამ მიიღო სამი მინისტრის პოსტი პორტფელის გარეშე.

 

ნათელია, რომ „ასე უბრალოდ“ ძლიერი მფარველების გარეშე სეპარატისტები იტალიაში თავს ასე თავდაჯერებულად ვერ იგრძნობდნენ. სეპარატისტული "ჩრდილოეთის ლიგის" წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მოკავშირეებთან და მუდმივ პოლიტიკურ პარტნიორებთან - მოძრაობა "წინ იტალია - Forza Italia" სილვიო ბერლუსკონისთან კავშირზე, რომელიც ცნობილია რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობებით.

 

„წინ, იტალია-Forza Italia“, რომლის დეპუტატმა მატეო დალ ოსომ 2022 წლის 9 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვა სოხუმელ სეპარატისტს მისცა, მრავალი ანალიტიკოსის აზრით, ასევე არის სეპარატიზმის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა. მაგრამ Forza Italia ამას ღიად არ აცხადებს, რათა არ დაკარგოს ცენტრალური და სამხრეთ იტალიის ამომრჩევლების, ისევე როგორც ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმები, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ერთიანობას.

 

მაგრამ აშკარა და ფარულ სეპარატისტებს  ასევე ჰყავთ ძლიერი მფარველები იტალიაში. ზოგიერთი მონაცემით, ეს არის ვატიკანი, რომელსაც სწორედაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ძლიერი გაერთიანებული იტალია. რაც უფრო ნაკლებია ცენტრალური ხელისუფლების გავლენა იტალიაში, მით მეტია ვატიკანის გავლენა, ფაქტობრივად ეს არის იგივე პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც პაპები ატარებდნენ შუა საუკუნეებიდან და ყველანაირად ცდილობდნენ აღეკვეთათ იტალიის გაერთიანება.

 

ვატიკანი კი მოგეხსენებათ ამავდროულად სომხური ლობის ერთ-ერთი მთავარი მფარველია. შემთხვევითი არ არის, რომ იტალიას აფარებდა თავს ცნობილი არსენ ავაკოვი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა უკრაინა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანოები ხარკოვის გუბერნატორის თანამდებობით მისი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობით დაინტერესდნენ. ავაკოვი უკრაინაში 2014 წელს დაბრუნდა და სწორედ ვატიკანის პატრონაჟით ინარჩუნებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში. ამიტომ სოხუმელი სეპარატისტების „პრეზენტაციას“ იტალიაში სომხური ლობის გარეშე არ ჩაუვლია, რომელმაც თვალი დაადგა  ქართულ აფხაზეთს. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს ვატიკანის გარეშე, რომელიც ასევე არაერთხელ შემჩნეულა  სეპარატიზმის მხარდაჭერაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

 

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიის მეშვეობით შესაძლებელი იყოს სეპარატისტების „ლეგიტიმაცია“ სოხუმში და ცხინვალში ევროპაში. ჯერ ერთი, დღეს საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ ყველასთვის ცხადია თუ რა ბოროტებასაც  წარმოადგენს სეპარატიზმი. მეორეც, თავად იტალიაში ბევრი მაცხოვრებელი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა სეპარატიზმით, როგორც ფენომენით, რომელიც ანგრევს მათი ქვეყნის ერთიანობას. და პოლიტიკოსები იძულებულნი არიან უპასუხონ ამ განწყობებს. შედეგად, იტალიის საპარლამენტო პარტია "წინ, იტალია" (იტალ. Forza Italia) თავად გაემიჯნა დეპუტატის მატეო დალ ოსოს ქმედებებს.

 

ვალენტინო ვალენტინიმ, Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე პასუხისმგებელმა მოადგილემ, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა: „შევიტყვეთ პატივცემული მატეო დალ ოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ თემაზე „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა". ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ეს არის მატეო დალ ოსოს წმინდა პირადი ინიციატივა, რომელიც არ გამოხატავს არც იტალიის  და არც „Forza Italia“-ს პოზიციას. იმ პოლიტიკის შესაბამისად, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ატარებდა, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ არც „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებას და არც მათ წარმომადგენლებს, ვისთანაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ურთიერთობის შენარჩუნება“.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები