ანალიტიკა

„უძველესი დიდი კულტურული სომხეთის“ აბსურდი ეკონომიკის თვალსაზრისით

15.02.22 11:15


„სომხეთის ფულადი ეკონომიკა III X ს. არაბული და სასანიდური პერიოდები. ასე ჰქვია არმინე ზოგრაიანის ნაშრომს პუბლიკაციაზე, სადაც გამოსახულია მონეტები, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო სომხეთთან ან სომხებთან - ამ მონეტებზე აშკარად ჩანს არაბული დამწერლობის წარწერები. მიუხედავად ამისა, სომეხი „მეცნიერები“ აგრძელებენ სომხეთის გარკვეულ „ეკონომიკასა“ და „მონეტებზე“ საუბარს იმ პერიოდში, როცა სომხეთის სახელმწიფო, როგორც ასეთი არც არსებობდა. ამ პერიოდისთვის სხვა ერების ისტორიკოსები და მემატიანეები არც საუბრობენ სუვერენული სომხური სახელმწიფოს შესახებ. V საუკუნიდან მოყოლებული ვასალური წარმონაქმნებიც კი არ ყოფილა „სომხეთის“ სახელწოდებით. არსებობდა რომის (ბიზანტიის) იმპერიის მეზობელი იმპერიების რეგიონის მოსაზღვრე პროვინციები - თავდაპირველად სასანიანთა სახელმწიფო, შემდეგ კი არაბთა ხალიფატი.  რომის იმპერიის მთელი რიგი სასაზღვრო თემების (პროვინციების) სახელწოდებებში არსებობდა რეგიონის გეოგრაფიული სახელწოდება „სომხეთი“ - მეტი არაფერი.

 

მაგრამ პროვინცია ცალსახად ყოველთვის არ არის თვითკმარი, განსაკუთრებით სასაზღვრო. იმის დაშვება, რომ საზღვრისპირა პროვინციებში იყო „გამორჩეული კულტურული ცენტრები და ქალაქები, რომლებიც მასშტაბით თითქმის აჭარბებდნენ კონსტანტინოპოლს", წარმოუდგენელია.

 

ცნობილია, რომ აქ იყო გადასახლების ადგილები, ერთგვარი „რომაული ციმბირი“, მაგალითად პირველად აქ გადაასახლეს იოანე ოქროპირი, რომელიც თავის წერილებში და თხზულებებში არაფერს ამბობს „უძველეს და დიად სომხებზე“.

მაგრამ მე-18 საუკუნემდე ევროპელი მეცნიერების უმეტესობა თვლიდა, რომ სწორედ იოანე ოქროპირმა შეიმუშავა სომხური ანბანი, ხოლო მესროპ მაშტოცის და მით უმეტეს იმის შესახებ, რომ თურმე მან შექმნა ქართული ანბანი ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.

 

იმავდროულად, სომეხი ფალსიფიკატორების მტკიცებით მათი წინაპრები დიად სომხეთში ცხოვრობდნენ უშუალოდ "მაღალ განვითარებულ" ქალაქებში, იყვნენ დაკავებულნი მეცნიერებით, ლიტერატურითა და ხელოვნებით. დიახ, სსრკ-ის წლებში საკავშირო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა „დიადი სომხური ლიტერატურა“ და უამრავი სომეხი ნაციონალისტური პარაზიტი – „მეცნიერი“ და „ისტორიკოსი“.

 

რა ხდებოდა შუა საუკუნეებში გამოჩენილ „სომეხ მნათობთა“ დაფინანსებასთან და „გამოკვებასთან“ მიმართებაში? საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმ ეპოქაში ერთი „მეცნიერის თუ ხელოვანის“ გამოსაკვებად 50-100 ადამიანს მაინც უწევდა  „ოფლის ღვრა“ და სოფლის მეურნეობით დაკავება. ასეთი იყო მაშინ ეკონომიკა და ზოგადად შრომითი წარმადობა სოფლის მეურნეობაში. იგი ძლივს კმაროდა საკუთარი თავის გამოსაკვებად, განსაკუთრებით მაღალმთიან ექსტრემალური სოფლის მეურნეობისა და საკმაოდ მკაცრი კლიმატის პირობებში.

 

მაგრამ არა მხოლოდ „მეცნიერები და პოეტები“ იყო საჭირო. ასევე საჭირონი იყვნენ ადმინისტრატორები, სამხედროები და სასულიერო პირები. მათ ასევე სჭირდებოდათ კვება. ამიტომ მეცნიერება და ხელოვნება მაშინ ძირითადად კონცენტრირებული იყო „იმპერიულ“ ცენტრებში, როგორიცაა კონსტანტინოპოლი დასავლეთში ან დამასკო და ბაღდადი აღმოსავლეთში. ან დიდ მონასტრებში, რომლებსაც ისევ და ისევ უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურად განვითარებული ტერიტორიები.

 

მაშ როგორ ინახავდა "დიადი უძველესი სომეხი ერი" "მწერალთა", "მეცნიერთა" და ფილოსოფოსთა  ასეთ ფანტასტიკურ რაოდენობას, რომლებმაც იმ ეპოქაში შექმნეს უამრავი ნაშრომი ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც სხვა ბევრად უფრო მრავალრიცხოვან ერებს ასეთი მოღვაწეები შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელი ჰყოლოდათ და ვისგანაც თითქმის აღარაფერი დარჩა (სომეხების „თხზულებათა ტომებთან" შედარებით)? როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო მაშინდელი იმპერიების ღარიბ პერიფერიაში, სადაც მოსახლეობას ეხლაც კი უჭირს გამოკვება.

უფრო მეტიც, ამ "სომეხ მნათობებს" ინახავდა ხალხი, რომელსაც არათუ არ გააჩნდა საკუთარი იმპერია, არამედ საერთოდ არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობა. ხალხი, რომლებიც  მარგინალურ სექტასთან იგივდებოდა და ცხოვრობდა არა მხოლოდ მაშინდელი იმპერიების შორეულ პერიფერიაში, არამედ თავად იყვნენ დევნილები და იმპერიებში „მეორეხარისხოვნები“.

 

გამოდის, რომ საბჭოთა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც სომეხი ნაციონალისტები დაფინანსებით "გადაავსო" შუა საუკუნეების სახელმწიფოები, რომელთა მიწებზეც ისინი ცხოვრობდნენ, რეგულარულად "ძარცვავდნენ"  ერეტიკოსებსაც და არამორწმუნეებსაც. მარტივი ეკონომიკის თვალსაზრისით უბრალოდ შეუძლებელია ახსნა ისეთი დიდი რაოდენობით არტეფაქტები და „უძველესი თხზულებანი“, რომლებსაც დღეს სომეხი ფალსიფიკატორები „სომხურ სულიერ მემკვიდრეობად“ ასაღებენ.

 

სომეხი ვაი-ისტორიკოსები, ცდილობენ რა გაამყარონ თავიანთი „მისწრაფებები და ცივილიზაცია“ და მის საპირწონედ დადონ „მომთაბარე თურქი მწყემსების სისასტიკე“, კაცობრიობის ეკონომიკური ისტორიის ცნობილი ობიექტური ფაქტების წინააღმდეგ მიდიან.

 

სინამდვილეში, უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ აზიის უკიდეგანო არამედ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილში მომთაბარე და შორეული მესაქონლეობა ბევრად უფრო განვითარებული იყო ვიდრე ახლა. ეს მარტივად აიხსნებოდა - სოფლის მეურნეობის განვითარების მაშინდელი დონე არ იძლეოდა მთიან და სტეპურ რაიონებში მიწის რესურსების გამოყენებას ისე ეფექტურად როგორც დღეს.

 

დავიწყოთ იმით, რომ ევროპასა და აზიაში ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში მაღალმთიანეთში იგივე ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა დაბალია. არ არსებობდნენ "მიჩურინელები", რომელთაც ყინვაგამძლე ჯიშები გამოიყვანეს. „ძველ სამყაროში“ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ცივ კლიმატსა და ექსტრემალური ამინდის პირობებზე კარგად ადაპტირებული ისეთი კულტურის შესახებ, როგორიც არის კარტოფილი.

 

ეს ეხლაა შესაძლებელი „უძველესი სომხებისთვის“ სომხეთის რესპუბლიკის მაღალმთიან რეგიონებში კარტოფილის მოყვანით თავის რჩენა. და რას აკეთებდნენ "უძველესი სომხები", როცა კოლუმბს ამერიკა ჯერაც არ ჰქონდა აღმოჩენილი? რითი არსებობდნენ? თანაც თავიანთ „მეცნიერებსაც“ არჩენდნენ. მაშინ ხომ არ იყო რუსეთში სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა, ისევე როგორც "დიასპორის დახმარება" მდიდარი აშშ-დან და საფრანგეთიდან.

 

მესაქონლეობა მთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის ძირითად სპეციალობას წარმოადგენდა. მაგრამ თითქმის ნახევარი წელი მთები თოვლით არის დაფარული, პირუტყვის მოვლა ძვირი და არაეფექტურია. გაცილებით ეფექტურია ზამთრისთვის პირუტყვის გადაყვანა ხეობებში ზამთრის საძოვრებზე.  მენეჯმენტის ეს ტიპი, რომელიც იძლევა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენების საშალებას, დამახასიათებელი იყო თურქი ხალხებისთვის, რომლებსაც ახლა სომეხი ისტორიკოსები ქედმაღლურად ზემოდან  დაჰყურებენ და მათ საპირწონედ  „ძირძველ მოსახლე მაღალკულტურულ“ სომხებს“ უყენებენ. სწორედ ასეთი ეკონომიკური სტრუქტურა ხდიდა შესაძლებელს საკუთარი თავის გამოკვებასა და მმართველების, სასულიერო პირების, მწერლებისა და „მეცნიერების“ შენახვას(მაგრამ რა თქმა უნდა არა იმ რაოდენობით, რამდენიც „უძველეს სომხებს“ ჰყავდათ).

 

რა თქმა უნდა ხეობებსა და ვაკეში ხელსაყრელ პირობებში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც. კვლავაც ვაცხადებთ, რომ ბევრ რაიონში ასეთი მეურნეობა შეუძლებელია ხელოვნური მორწყვის გარეშე და ხელისუფლებას, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძალას, შეუძლია უზრუნველყოს სარწყავი სისტემების ფუნქციონირება და ორგანიზება გაუწიოს მათ დაცვას.

 

სამხედრო ძალას, „თითქმის მზა მეომრებს“ ქმნიდნენ ძირითადად მოსახლეობის მესაქონლეობით დაკავებული ჯგუფები, სადაც ნახირის თანხლებისა და დაცვის აუცილებლობის გამო თითოეული კაცი მეომარი იყო (საინტერესოა, რომ სიტყვა „მხედარი“ და „მეომარი“ ქართულ ენაში ისევ ერთნაირად ჟღერს - „მხედარი“, რაც იგივეს ნიშნავს). და ეს მეომრები იმ იმპერიების სამსახურში აჰყავდათ, რომლებიც იბრძოდნენ "სასაზღვრო" რეგიონებისთვის.

 

როგორც ხეობებში მყარად ფეხმოკიდებული სოფლის მეურნეობა, ასევე მომთაბარე და შორეული მესაქონლეობა მთიან და სტეპურ რაიონებში, უხსოვარი დროიდან იყო დამახასიათებელი თურქი ხალხების ეკონომიკისთვის. სწორედ ისინი გახლდნენ იმ მიწების თავდაპირველი ავტოქტონური მოსახლეობა, რომელზეც დღეს სომეხი ნაციონალისტები პრეტენზიებს აცხადებენ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მესაქონლეობამ, მთის მეცხოველეობისა და დაბლობის სასოფლო-სამეურნეო რეგიონების ბუნებრივმა ურთიერთდაკავშირებამ შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ მათი მოსახლეობის გამოკვება, არამედ მართლმადიდებლური რომის (რომეულ იმპერიაში) დევნილი, სომეხი გრიგორიანების სახელით ცნობილი რელიგიური მონოფიზიტური სექტის შეფარებაც. ეთნიკურად ამ სექტაში შედიოდნენ არა მხოლოდ ჰეის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, არამედ ქურთული, ალბანური, თურქული და სხვა წარმოშობის ჯგუფები. უხსოვარი დროიდან  ამ ტერიტორიებზე, რომლებზეც დღეს პრეტენზიას აცხადებენ სომეხი ნაციონალისტები  თურქებიც ცხოვრობდნენ. ისევე როგორც ქურთების წინაპრები, რომლებსაც სომეხი ნაციონალისტები (უარყოფენ რა თურქული მოსახლეობის არსებობას ანტიკურ ხანაში) მაინც უხალისოდ აღიარებენ „უძველეს ხალხად“, რათა მხარი დაუჭირონ ქურთ სეპარატისტებს.

 

დიახ, ქურთები არ უარყოფენ, რომ მათი წინაპრები მომთაბარე მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი. და როგორც ზემოთ მივუთითეთ, ასეთი ცხოვრების წესი იმ დროს ეკონომიკურად ძალიან ეფექტური იყო. მაგრამ ქურთებს მეათასედიც არ აქვთ იმ უზარმაზარი რაოდენობის არტეფაქტებისა და „თხზულებებისა“, რომლებსაც სომეხი ისტორიკოსები  „უძველესად“ წარმოგვიჩენენ.

 

ბანალური ლოგიკის თვალსაზრისით ეს აუხსნელია. ისე, არ შეიძლება, რომ ორი ხალხი ცხოვრობდა გვერდიგვერდ იმპერიების პერიფერიებზე, მაგრამ ერთი იყო "განსაკუთრებით ველური და ჩამორჩენილი" საუკუნეების განმავლობაში, ხოლო მეორე იყო "სუპერკულტურული", თუმცა მეორეს "საკუთარი კულტურული მოღვაწეების გამოკვების" ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა პირველთან შედარებით.

 

მაგრამ თუ „უძველესებმა და კულტურულებმა“ შეადგინეს თავიანთი ნამუშევრები მომავალ დროში, ჩაწერეს მათში მითოლოგიზებული ისტორია, ზოგი კი უბრალოდ მოიპარეს და მიითვისეს სხვისი, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. უკანა თარიღით შესაძლებელი ნებისმიერი ამბის შეთხზვა, გაყალბება ნებისმიერი არტეფაქტისა. მით უმეტეს, ობიექტური ეკონომიკური კანონების თვალსაზრისით, ასეთი არტეფაქტების არსებობა საეჭვოა.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 856


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები