პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თუ ოპოზიცია საკუთარი ძალების კონსოლიდირებას მოახდენს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსთავის არჩევნებში

16.02.22 16:00


დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიცია საკუთარი ძალების კონსოლიდირებას მოახდენს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსთავის არჩევნებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.

 

„ჩვენთვის ეს არ იქნება უბრალოდ მორიგი არჩევნები. ასეთი განწყობით შევდივართ ამ ბრძოლაში. გვქონდა წინასწარი კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიცია საკუთარი ძალების კონსოლიდირებას მოახდენს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსთავის არჩევნებში“, - ამბობს სამადაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები