პოლიტიკა

ლაშა დარსალია იაპონიის ელჩს შეხვდა

16.02.22 17:40


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ამას გარდა, საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების მზაობა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები