პოლიტიკა

კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს - ჰარცელი

17.02.22 10:30


საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ეს სამსახური ორ უწყებად დაყო. ელჩისთვის გაუგებარია ნაჩქარევად მიღებული კანონი. მისი თქმით, უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს ვალდებულებად რჩება. ჰარცელის განმარტებით, ეს აუცილებელია, რათა ევროკავშირმა კვლავ გამოხატოს ნება, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში:

 

„ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები