პოლიტიკა

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას ქართულ ენაზე უხდის

17.02.22 11:00


უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას ქართულ ენაზე უხდის.

 

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისა და უკრაინის ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“ – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის გვერდზე „ტვიტერში“.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი გამოწვევების ფონზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები