ანალიტიკა

სომხეთი თანხმდება აზერბაიჯანის პირობებს და ესწრაფვის დაზავებას

22.03.22 17:00


როგორც ჩანს კრიტიკული სიტუაციის გააზრება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკა იმყოფება, აიძულებს ერევნის ხელმძღვანელობას სასწრაფოდ დაეთანხმოს აზერბაიჯანის წინადადებებს მშვიდობის (ზავის) შესახებ. სანამ ისინი ძალაში დარჩებიან და სანამ სომხეთში მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესებულა.

 

2022 წლის 21 მარტს, საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ფაქტობრივად დათანხმდა 5 პუნქტისაგან შემდგარ წინადადებას, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 10 მარტს გაუგზავნა ერევანს. შეგახსენებთ, რომ საუბარია შემდეგ წინადადებებზე:

 

1. სახელმწიფოთა მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობისა და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ორმხრივი აღიარება;

 

2. სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის ორმხრივი დადასტურება და მათ მიერ მომავალში მსგავსი პრეტენზიების არ წამოყენების სამართლებრივი ვალდებულების მიღება;

 

3. აზერბაიჯანი და სომხეთი იღებენ ვალდებულებას, თავი შეიკავონ საერთაშორისო ურთიერთობებში უსაფრთხოებასთან მიმართებაში ურთიერთმუქარისგან, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე სხვა გარემოებებისგან, რომლებიც არ შეესაბამება გაეროს წესდების მიზნებს;

 

4. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება;

 

5. სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების გახსნა, სხვა შესაბამისი კომუნიკაციების დამყარება და თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში.

 

ახლა კი არარატ მირზოიანმა ამ წინადადებებზე განაცხადა შემდეგი: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოგადად არაფერია მიუღებელი 10 მარტს აზერბაიჯანული მხარის მიერ ჩვენთვის წარდგენილ წინადადებებში.

 

თუმცა „შიდა სარგებლობა“-სთან დაკავშირებით არარატ მირზოიანი ავრცელებს დემაგოგიას, რომ მათი თქმით „ეს პუნქტები სრულყოფილად არ მოქმედებს სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის ყოვლისმომცველ დღის წესრიგზე: „ჩვენს პასუხებში ჩვენ საკვანძოდ მივიჩნევთ არცახის სომხების უფლებებზე და არცახის სტატუსის საკითხზე ყურადღების გამახვილებას. ამ ერთიან საფუძველზე ჩვენ მზად ვართ გავმართოთ  მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან“.

 

მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ტერიტორიების, ყარაბაღისა და მასზე მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის სომეხი ეროვნების საკითხებზე, აზერბაიჯანი არ აპირებს ვინმესთან მოლაპარაკების წარმოებას. ამ შემთხვევაში ბაქო უბრალოდ არც კი მოუსმენს ერევნის აზრს. სომეხი ნაციონალისტები „არცახის“ თუ როგორც სომეხი ნაციონალისტები სხვის მიწებს უწოდებენ, ერთხელ და სამუდამოდ იხურება.

 

ერევანმა უნდა გაითავისოს, რომ ან უნდა გამოიყენოს მომენტი და რაც შეიძლება მალე დაამყაროს მშვიდობა აზერბაიჯანთან, სანამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება ძალაშია ან თუ ხელიდან გაუშვებენ არსებულ შანსს, შემდეგი წინადადება მათთვის გაცილებით მტკივნეული იქნება.

 

ამასობაში დრო და საერთაშორისო ვითარება ერევნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ და ამის გაცნობიერებას იქ ყველაზე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები იწყებენ. მეტიც, სომხეთის არსებობის გარანტი, რუსეთის სახელმწიფო უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

შედეგად, სომხეთის უსაფრთხოება რეალური საფრთხის ქვეშაა. უკვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთის რუსული ბაზიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი საბრძოლო დანაყოფების უკრაინის წინააღმდეგ ომში გადაყვანას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია 2022 წლის 18 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაში: „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა, საომარ მოქმედებებში მონაწილე ცალკეული ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის მცდელობის მიზნით  გეგმავს უკრაინის ტერიტორიაზე გადაისროლოს რამდენიმე შენაერთი სომხეთის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

 

ეს გზავნილი მოწმობს რუსეთის ფედერაციის რეალურ პრობლემებზე, რომელსაც უბრალოდ არ აქვს საკმარისი ძალა სამხრეთ კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად და მით უმეტეს ისეთი „მოკავშირის“ დასაცავად როგორიც სომხეთია. კრემლის წინააღმდეგ სანქციები ეხლა იწყებს მოქმედებას.  ჯერჯერობით რუსეთის ეკონომიკაში „ინერციით“ მიმდინარე კატასტროფული პრობლემები არ არის.

რუსეთის ფედერაციის დამარცხება უკრაინაში ჯერ ყველასთვის აშკარა არ არის, თუმცა „ბლიცკრიგი“ აშკარად ჩაფლავდა. უკრაინიდან რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში გარდაცვლილ მებრძოლთა შესახებ პირველი ცნობები მიდის, მოსახლეობას ჯერ არ აქვს გაცნობიერებული ომის სრული სიმძიმე, რომელშიც კრემლის რეჟიმმა ჩაითრია ქვეყანა.

 

და რა მოხდება თუ რუსეთის ფედერაციის პრობლემები გაუარესდება? ელიტამ და ხალხმა რომ გაიგოს, ვისმიჰყავს ქვეყანა უბედურებამდე? ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს კრემლში „სომხების მოყვარული“ ხელისუფლების ჩანაცვლება იმ ადამიანებით, რომლებიც არანაირად არ არიან ვალდებულნი სომხური ლობის მიმართ და საერთოდ აპირებენ რუსეთის სომხური ლობის გავლენისგან გამოყვანას.  მაშინ ერევნის მდგომარეობა კატასტროფულად დამძიმდება. 

 

ამიტომაც სომხეთის მთავრობა ჩქარობს მშვიდობის დამყარებას აზერბაიჯანის საკმაოდ „ლმობიერ“ პირობებში. თუ ისინი არ იჩქარებენ და არ გამოიყენებენ შანსს, მოუწევთ მშვიდობის დამყარება უფრო მკაცრი პირობებით.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები