ანალიტიკა

სარგის ცატურიანი ცდილობს რუსი სამხედროები სამხრეთ კავკასიაში "დიდ ომში" ჩაითრიოს

28.03.22 11:30


მგზნებარე ნაციონალისტმა და პროვოკატორმა საინფორმაციო სააგენტო „რეალისტის“ მთავარმა რედაქტორმა სარკის ცატურიანმა რუს სამხედროებს პირდაპირ მიმართა. სარგის ცატურიანი კვლავ ფიქრობს, რომ ისევე, როგორც 1992 წელს რუს სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის ჩინოვნიკების „გვერდის ავლით“ რაღაცის გაკეთება შეუძლიათ და გააკეთებენ კიდეც:

 

 

სარგის ცატურიანი თავის მიმართვას პათეტიკურად იწყებს:

 

„ძვირფასო რუსო სამხედროებო  ახლა თქვენ მოგმართავთ. ჭეშმარიტების დრო დადგა. მიმაჩნია, რომ დროა თქვენ და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ გააკეთოთ პირადი არჩევანი: ან ბოლო მოუღოთ ბაქო-თურქულ ტერორს, რომელსაც ექვემდებარებიან „არცახელი“ სომხები ან უკვე ღიად გამოავლინოთ სოლიდარობა აზერბაიჯანის  და თურქეთის მიმართ, რომელსაც სომხების გარეშე სჭირდება „არწახი“. ეგრეთ წოდებული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება აღარ იმუშავებს. ორმაგი თამაშის ჩვენც და თქვენც" პოზიცია აღარ მუშაობს...“

 

ფაქტობრივად სრულიად გაუგებარია რატომ უნდა მოუსმინონ რუსმა სამხედროებმა სარკის ცატურიანს. იმის გათვალისწინებით, რომ სარკის ცატურიანი ახლა რუსეთში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად რეგისტრირებულ მედიას, მაშინ ამგვარი „მცდელობა“ მიმართვისა სხვა არაფერია თუ არა მორიგი ომის პროვოცირების მცდელობა.

 

სარკის ცატურიანი უბიძგებს რუს სამხედროებს მოუსმინონ არა უშუალო უფროსებს, არამედ მოუსმინონ მას და "არცახელ" სეპარატისტებს რუსეთის ფედერაციის გარეთ, სადაც რუსი სამხედროების ყოფნა და მისია დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებასთან.

 

ისევე როგორც სხვა ყველაფერი, სარგის ცატურიანიც აპირებს ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანსა და თურქეთს აჰკიდოს.

 

„...ბაქო-თურქმა პროვოკატორებმა მანევრირებისთვის საშუალება  არ მოგცეს. ბანდერასა და ჯაკალების მსგავსად  ბაქოს რეჟიმი ელოდება უკრაინაში "აკელას მარცხს".

 

ცატურიანს არ ავიწყდება რუსეთის მიმართ საყვედურის გამოთქმა იმის გამო, რომ მან ერთხელ სცადა არალეგალური სომხური ბანდების განიარაღება (და სამწუხაროდ ბოლომდე არ მიიყვანა), შემდეგ კი "ხოტბას ასხამს" რუს გენერლებს, რომლებთანაც დაკავშირებულია რუსეთის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო მომენტები.

 

„... ჩვენ კი სომხებს გვახსოვს ყველა და ყველაფერი. ჩვენ კი გვახსოვს შაუმიანის რაიონში ოპერაცია „ბეჭედი“. თუმცა, ისტორიის ბნელი ფურცლები ხელს არ უშლის პატივი მივაგოთ გენერალ პაველ გრაჩოვისა და გენერალ ალექსანდრე ლებედის ხსოვნას, რომლებიც სომხების მწუხარებასა და გაჭირვებას პირად მწუხარებად აღიქვამდნენ. ესენი იყვნენ ნამდვილი რუსი ოფიცრები, რომლებსაც ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. სტეფანაკერტის ქუჩებში გამვლელებს ჰკითხეთ გრაჩოვისა და ლებედის შესახებ. ხალხს ისინი არ დავიწყებია..."

 

და მართლაც, ბევრს რუსეთში არ დავიწყებია პაველ გრაჩევის მიერ უნიჭოდ წაგებული „პირველი ჩეჩნური ომი“ და გენერალ ლებედის მიერ დადებული ხასავიურტის სამარცხვინო მშვიდობა ჩეჩნეთში. იგივე პაველ გრაჩოვი, შეგახსენებთ, რომ  „ცნობილი გახდა“ კორუფციული სკანდალით სომხეთისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი იარაღის უკანონო მიწოდებით.

 

მაგრამ სარგის ცატურიანისთვის ასეთი გენერლები „მისაბაძნი“ არიან, საიდანაც მაგალითი სხვა რუსმა სამხედროებმა უნდა აიღონ.

 

სარკის ცატურიანი მიმართვის დასასრულს პირდაპირ შანტაჟს მიმართვას რუსეთის წინააღმდეგ:

 

„თუმცა, საქმე მხოლოდ ისტორიას არ ეხება. ეს თვითონაც კარგად იცით. მე ვსაუბრობ აწმყოზე და მომავალზე. მინდა რომ სწორად გამიგოთ. თუ კრემლი არ არის მზად შეასრულოს თავისი სამშვიდობო მისია „არწახში“, რადგან არ სურს გააფუჭოს საქმიანი ურთიერთობა ბაქოსთან და ანკარასთან, მაშინ ეს ღიად განაცხადოს. შემდეგ კი საფრანგეთისა და შეერთებული შტატების სომხები თავიანთ მთავრობებს მოსთხოვენ „არწახში“ საერთაშორისო კონტიგენტის შეყვანას. საფრანგეთი და შეერთებული შტატები ხომ მინსკის ჯგუფის ისეთივე თანათავმჯდომარეები არიან, როგორც რუსეთი.  ეს სამართლიანი მაინც  იქნება „არცახის“ სომხების მიმართ...

 

ილუზიებით არ ვიკვებები. მე არ მოვუწოდებ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დაწყებისაკენ. გამოცდილი ხალხი ხართ. ბევრმა თქვენგანმა გაიარა სირია და სხვა ცხელი წერტილები. თქვენ თვითონ იცით, როგორ დაარწმუნოთ მინისულტანატი, შეწყვიტოს პროვოკაციები არცახში. როცა თქვენ ძალიან ინდომებთ ბევრსაც აღწევთ!”

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სარგის ცატურიანი „უკმაყოფილოა“ რუსეთის ხელმძღვანელობის ამჟამინდელი პოლიტიკით აზერბაიჯანის მიმართ. 2022 წლის 7 მარტს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ის რუსეთის ხელმძღვანელობას აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის „საყვედურობს“ და ისევ ისე ცდილობს ყარსის ხელშეკრულების ეჭვქვეშ დაყენებას.

 

და აი  სარგის ცატურიანის თქმით რუსეთი არის „დამნაშავე“ იმაში, რომ ფაქტობრივად მან აიღო ვალდებულება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო ბანდების განიარაღებაზე. საუბარია „არცახის“ სეპარატისტებზე.

 

ნათელია, რომ დღეს რუსეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ გახსნას „სხვა ფრონტი“, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კიდევ ერთი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.  სწორედ სომხურმა ლობმა ჩაითრია რუსეთი სისხლიან „უკრაინულ ჭაობში“, რომელმაც შეგნებულად აღძრა სეპარატიზმი უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც შეეძლო. ახლა კი, როცა უკრაინაში ავანტიურაში ჩართული რუსეთს აშკარად არ სცალია  „არცახელი“ სეპარატისტებიხათვის, როგორიცაა სარგის ცატურიანი, რუსეთის მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში ომის პროვოცირებას ყველანაირად ცდილობენ.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები