ანალიტიკა

აფხაზეთი დაცლილია, "სამხრეთ ოსეთი" ნახევრად დაცლილი. სომხეთში გიუმრის ბაზა სრულიად დაცარიელებულია

28.03.22 12:00


საინტერესო ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაჟღერდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსი არესტოვიჩისა და რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტ მარკოვ ფეიგინს შორის საუბარში. ამ საუბრის ვიდეოზე მე-13 წუთიდან საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში რუსული ჯარების გაყვანაზე სომხეთიდან და აზერბაიჯანული ყარაბაღიდან, ასევე ეთნიკური სომხების მონაწილეობაზე რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ:

 

 

„აფხაზეთი დაცლილია, სამხრეთ ოსეთი ნახევრად დაცლილი. სომხეთში გიუმრის ბაზა სრულიად დაცარიელებუია. ცოტა გაიყვანეს მთიანი ყარაბაღიდან და ეს ყველაფერი ჩვენსკენ გადმოისროლეს, ”- აღნიშნავს არესტოვიჩი. ამგვარად, რუსეთის ფედერაციას, როგორც ჩანს კრიტიკულად აკლია ძალა უკრაინის ომისთვის რადგან ისინი „აშიშვლებენ“ მიმართულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია სომხური ლობის თვალში, რომელიც რეალურად მანიპულირებს კრემლში.

 

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინელმა სამხედროებმა ლიკვიდირებული ან პანიკაში ჩავარდნილი დამპყრობლების სომხური პასპორტები აიღეს.

 

”მე გამომიგზავნეს ფოტო. ალბათ იმან, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა - რუსულიც და სომხურიც. ისინი მთლად სომხები არ არიან. ვგულისხმობ, რომ ესენი არიან არა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები, არამედ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები“, - ამბობს ალექსეი არესტოვიჩი.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია უარი თქვას მონაწილეობაზე აგრესიასა და სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაზე მოსალოდნელი თავდასხმა უკვე რამდენიმე თვეა განიხილება რუსეთის სამხედრო წრეებში. ანუ სხვა ეროვნების რუსი სამხედროებისგან განსხვავებით, რომლებსაც არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, ეთნიკური სომხები სურვილის შემთხვევაში, ვერ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში.

 

მაგრამ მაინც მონაწილეობენ. უფრო მეტიც, როგორც „კავკაზპლუსმა“ უკვე დაწერა ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთიდან დაქირავებული სომხებიც მიდიან მათ შორის ავად ცნობილი ბაგრამიანის ბატალიონიდან.

 

საკითხავია, ასეთი რა დაუშავა უკრაინელმა ხალხმა სომხებს? საიდან მოდის უკრაინის მიმართ ასეთი სიძულვილი და სომეხი ნაციონალისტების უკრაინოფობია, რომელსაც უფრო მეტიც, ისეთი პროპაგანდისტები აძლიერებენ, როგორებიც არიან სიმონიანი, კეოსაიანი და ბაღდასაროვი? მართლა იმედოვნებენ, რომ დააჩქარებენ თავიანთი „დიდი სომხეთის“ მშენებლობას უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მკვლელობით?

 

დიდი ალბათობით პირიქით მოხდება და ამას არესტოვიჩის მიერ გაჟღერებული ინფორმაციაც ადასტურებს. რუსი სამხედროები, რომლებსაც სომხების ინტერესები უნდა დაეცვათ სამხრეთ კავკასიაში (მათ შორის სეპარატისტულ აფხაზეთში, რომელიც „ზღვისპირა სომხეთად“ გადაიქცა), უკრაინაში მიიჩქარიან. და სამხრეთ კავკასიაში სომეხი ნაციონალისტების გადაჭარბებული ამბიციების დამცავი უბრალოდ არავინაა.

 

უკრაინაში რუსი სამშვიდობოების კონტიგენტის ნაწილის გაგზავნის გამო „გახალვათებული“ პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ვითარება ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ამ წუთებში კი აზერბაიჯანელი სამხედროები მეთოდურად აკონტროლებენ ყარაბაღის სტრატეგიულ სიმაღლეებსა და სოფლებს და ავიწროვებენ "არცახელ" სეპარატისტთა ნარჩენებს.

 

 

 

 Kavkazplus

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები