ანალიტიკა

სომხური თვითმფრინავები უკრაინის დასაბომბად გაფრინდნენ?

30.03.22 18:00


ცნობილი გახდა, რომ სომხეთი ფაქტობრივად შეუერთდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. სატელევიზიო არხი Haber Global იტყობინება თურქეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ 2022 წლის 25 მარტს ოთხი სუ-30 საბრძოლო თვითმფრინავი აფრინდა სომხეთიდან  და გაემგზავრა რუსეთის მიმართულებით, შემდგომში უკრაინაში გასამგზვრებლად. ამასთან  მებრძოლებს სომეხი პილოტები აკონტროლებენ.

 

ინფორმაცია დადასტურების შემთხვევაში სომხეთი უკრაინის ომის თანამონაწილე გახდება. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო იერარქიაში მეორე და მესამე პირები - პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი - ეთნიკური სომხები არიან და სომხური ლობის დომინირება რუსეთის სათავეში ტოტალურია.

 

მართალია, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დააჩქარა არ ეღიარებინა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციისთვის სუ-30-ის გადაცემის შესახებ უკრაინაში საბრძოლველად.

სააგენტოს ცნობით, „ყველა თვითმფრინავი პერსონალთან ერთად ადგილზე იმყოფება და ასრულებს თავის დავალებას“. მაგრამ აზერბაიჯანულ მედიაში ამ მტკიცების საპასუხოდ გაჩნდა მისი ჭეშმარიტების დამადასტურებელი საფუძველი და სომხური მხარის წინადადება, დღეის მდგომარეობით აჩვენონ სუ-30-ების შესაძლებლობები. ბოლოს და ბოლოს არც ერთი ვიდეო-მასალა, რომელიც დროისა და ადგილის მითითებით, დაადასტურებდა სუ-30 იქ ყოფნას, სადაც ისინი უნდა იყვნენ, საზოგადოებისთვის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მედიას არ წარმოუდგენია.

 

ისმის კითხვა: რამდენად სანდოა ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ სომხური ავიაციის გამოყენების შესახებ?

 

დავიწყოთ იმით, რომ მონაცემები ჟურნალისტებს მიაწოდა თურქეთის დაზვერვის წყარომ, ხოლო თურქული დაზვერვის მხრიდან არასოდეს ხდება ინფორმაციის  გაჟონვა უსაფუძვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჯერ კიდევ არ შეერთებია დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ცდილობს იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის.

 

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში სომხეთის მონაწილეობის შესახებ სიმართლის თქმის საფუძველი თურქეთს საკმარისზე მეტი აქვს . ეს არის, ჯერ ერთი დაუმთავრებელი „არცახის“ სეპარატისტების გააქტიურება აზერბაიჯანულ ყარაბაღში და მეორე 2022 წლის 29-30 მარტს სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებები, თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის. ვინ თუ არა თურქულმა მხარემ მშვენივრად იცის, რა გავლენას ახდენს სომხური ლობი კრემლის პოლიტიკაზე. ამიტომ ანკარამ გადაწყვიტა, სომხეთის ლიდერებისთვის აეხსნა, რომ მათ იციან რა სახის „მოკავშირეობრივ“ დახმარებას უწევს სომხეთი რუსეთს.

 

რუსეთს ასეთი დახმარება სწორედ დღეს სჭირდებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აგრესიის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ დაკარგა 123 თვითმფრინავი, საიდანაც სავარაუდოდ სულ მცირე 2 სუ-30-ია. უკრაინის საჰაერო თავდაცვა ჯერ კიდევ არ არის ჩახშობილი და ძალზე ეფექტურად იბრძვის საჰაერო სამიზნეებთან, ანეიტრალებს რუსული რაკეტების უმეტეს ნაწილს და რუსულ ავიაციას პრობლემებს უქმნის. რუსეთის ჯარებს უკრაინაში ესაჭიროებათ ახალი თანამედროვე თვითმფრინავი მიყენებული ზარალის "კომპენსაციისთვის". აქ კი ძალიან საჭიროა ერევნის "მოკავშირეთა" დახმარება.

 

შეგახსენებთ, რომ 4 სუ-30 ტიპის გამანადგურებელი არის სომხეთის საჰაერო ძალების ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავი და ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, რომელიც სერჟ სარქისიანმა გააკეთა სომხეთში 2018 წელს ხელისუფლების შეცვლის წინ. ისინი ითვლებიან თანამედროვე ამერიკული გამანადგურებლების F-14-ისა და F-15-ის კონკურენტებად. ზემოაღნიშნული 4 სუ-30 საბრძოლო თვითმფრინავი სომხეთს 2020 წლის მაისში ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადაეცა. თუმცა 44-დღიანი ომის დროს სომხეთის არმიამ ვერ გამოიყენა ისინი, რადგან სომხური მხარის თქმით, მაშინ ეს თვითმფრინავები რაკეტებით არ იყო აღჭურვილი. თუმცა, რუსეთისთვის პრობლემა არ არის „სომხური“ სუ-30-ების რაკეტებით აღჭურვა.

 

სომხეთი რუსეთს არა მხოლოდ თვითმფრინავებით ეხმარება. სხვა ინფორმაციით, რომ ისინი მონაწილეობენ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების უკრაინაში გადაყვანაზე. აყვანილი ბოევიკები იკრიბებიან სომხეთის რესპუბლიკაში, ერებუნის ავიაბაზაზე და იქიდან აგზავნიან ჩრდილოეთ კავკასიაში, მოზდოკში, შემდეგ კი უკრაინაში. რომ აღარაფერი ვთქვათ სომეხ მოხალისე მებრძოლებზე, როგორც სომხეთიდან ისე ოკუპირებული ქართული აფხაზეთიდან, რომლებიც ასევე იბრძვიან უკრაინაში რუსი აგრესორების მხარეზე.

 

თუკი ინფორმაცია უკრაინის ომში სომხეთის საჰაერო ძალების სუ-30-ის მონაწილეობის შესახებ დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ფაქტიურად ისეთივე აგრესორია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც რუსეთი და ასევე უნდა დაექვემდებაროს მსოფლიო საზოგადოების სანქციებს.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები