საზოგადოება

თბილისში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს

20.10.16 16:35


ფონიჭალაში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი ადამიანია დაკავებული, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახური ვებგვერდზე.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებით სისტემატურად იყვნენ დაკავებული.

გარდა ამისა, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოთხივე დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ოთხივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები