საზოგადოება

ფოთში ბულგარეთის დროშით მცურავი გემის კაპიტანი 65 000 ლარით დააჯარიმეს

20.10.16 17:35


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ”კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბულგარეთის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.

სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები