საზოგადოება

გლდანის მე-2 მ/რ-ში ახალი სკვერი კეთდება

20.10.16 18:05


გლდანის რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი ეწყობა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გლდანის მე-2 მ/რ-ის 38-ე კორპუსის მიმდებარედ, სამუშაოების ფარგლებში, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე, სკვერში დამონტაჟდება გარე განათების 29 დეკორატიული ბოძი, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.

გარდა ამისა, სკვერში პატარებისთვის საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო მოედანი მოეწყობა.

სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 144 000 ლარია გამოყოფილი.

2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 10 ახალი სკვერი მოეწყო, რაზეც 466 377 ლარი დაიხარჯა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები